შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

22.07

2016

განცხადებები / კონკურსები

რეგიონული მედიის ინდუსტრიული კომიტეტის მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

რეგიონული მედიის ინდუსტრიული კომიტეტის მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე რეგიონული საეთერო მაუწყებლების დაფარვის ზონებში ადგილობრივი აუდიტორიის სატელევიზიო ყურებადობის შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ

შესავალი

საქართველოში მოქმედი ყველა მედიაპროდუქტის აუდიტორიის წვდომა, გარდა რეგიონული ტელემაუწყებლებისა, თვლადია სხვადასხვა მექანიზმით: დონორთა მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება რადიორეიტინგების თვლა; ონლაინ ტექნოლოგიები და უფასოდ ხელმისაწვდომი რესურსები ინტერენტში იძლევა საშუალებას დააკვირდე ონლაინ მედიის აუდიტორიის ქცევას; ბეჭდური გამოცემების მეპატრონეებისთვის ცნობილია საკუთარი გამოცემების ტირაჟი და გავრცელების ადგილები;  ეროვნული ტელემაუწყებლების დათვლას კი ქვეყანაში ორი ე.წ ,,მთვლელი” კომპანია : ,,თი ვი ემ არ საქართველო” და ,,ტრი მედია ინტელიჯენსი” ახორციელებს. ორივე ამ კომპანიის კვლევის პანელი მოიცავს მხოლოდ დიდ ქალაქებს: თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, გორს და ზუგდიდს. კვლევითი პანელი არ შედის მცირე დასახლებებში, ამასთან პანელი საერთოდ არ ეხება რამდენიმე რეგიონს - კახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს და სხვა

რეიტინგი სარეკლამო ბაზარზე „ერთიან მსოფლიო ვალუტად“ ჩამოყალიბდა. მედიარეკლამის განთავსების დამგეგმავები და "ბაიერები" აფასებენ შემოთავაზებულ ალტერნატიულ გადაცემებს, რათა ყველაზე კარგად მიაღწიონ სარეკლამო მიზნებს. მაუწყებლები კი აფასებენ გადაცემის ან სადგურის პოპულარობას და იმას, თუ რა ფასად გაყიდონ რეკლამა გადაცემის განმავლობაში ან მოცემულ არხზე. სხვა მექანიზმით მედიაბიზნესი ვერ ვითარდება. აუდიტორიის ქცევის ცოდნა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ანალიზისა და დაგეგმვის პროცესშიც.

მედიაბაზრის ღირებულებათა ჯაჭვიდან სრულად ამოვარდნილია რეგიონული ტელევიზიები, რომელთა რაოდენობა სამ ათეულამდეა, რითაც ერთის მხრივ ლოკალურ დონეებზე მოქმედ ტელევიზიებს ერთმევათ განვითარების საშუალება და მეორეს მხრივ საქართველოს ბაზარზე რეკლამის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო განმათავსებლებს, ერთმევათ შესაძლებლობა - შეისყიდონ რეგიონული ტელევიზიების სარეკლამო მომსახურება და ამ გზით განავითარონ ბიზნესი.

ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების მონაცემები

ადგილობრივი საეთერო მაუწყებლების საქმიანობენ თბილისს გარეთ, საქართველოს 8 რეგიონში. მათი დაფარვის რუკა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://garb.ge/chven-shesaxeb/

განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ განცხადებები  განმარტებების მოთხოვნის თაობაზე ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ მისამართებზე, არაუგვიანეს  2016 წლის 5 ივლისისა. კომიტეტი ყველა კანდიდატისთვის ხელმისაწვდომს გახდის  პასუხებს იმ განცხადებებზე  განმარტებების მოთხოვნის თაობაზე, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ზემოაღნიშნულ ვადაში.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადის წარდგენა

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს  ნაბეჭდი, ხელმოწერილი    ორიგინალის    და  ერთი  ელექტრონული  ასლის  (PDF)  სახით,  რომლებიც უნდა იყოს მოთავსებული კონვერტში და უნდა ჩაბარდეს    შემდეგ მისამართზე: თბილისი. ლექონიძის 11. GARB ოფისი. ან გამოგზანოთ ელეტრონულ მისამართზე info@garb.ge info@rmm.ge k.magradze@gepra.ge (განაცხადი უნდა გაიგზავნოს სამივე მითითებულ მაილზე). სასათაურე ველში მიუთითეთ ,,ინდუსტრიული კომიტეტი”

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში:

რეგიონული მედიის ინდისტრიული კომიტეტის მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე (Word--ის ვერსია)
რეგიონული მედიის ინდისტრიული კომიტეტის მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  (PDF  ვერსია)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test