შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.11

2016

კონკურსები

კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, დეტალები

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ პირობები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკური ქცევის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

პრიზები გაიცემა 7 კატეგორიაში:

ა. საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
ბ. საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
დ. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან  ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და
კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაცი მედიაში;​
ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

ექვს კატეგორიაში (ა, ბ, გ, დ, ე, ვ)  თითოეული ჯილდო 1,250 ევროა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მშვიდობის პრიზის გამარჯვებული 5000 ევროს ღირებულების ვაუჩერს მიიღებს ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებაზე გასამგზავრებლად.

კონკურსში დაიშვება ქართული, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული, ტრანსლირებული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები; საკონკურსო ნამუშევრები სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად შესაძლოა წარმოდგენილ იქნას ოსურ და აფხაზურ ენებზე.
კონკურსანტებს შეუძლიათ მხოლოდ ერთი ნაშრომის წარდგენა ზემომოყვანილ ერთ საპრიზო კატეგორიაში.
მიიღება მხოლოდ ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, ეთერში გადაიცა ან ინტერნეტში განთავსდა 2015 წლის 2 ნოემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსში დაიშვებიან მოქალაქეები საქართველოდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელთა ასაკი 2016 წლის 1 ნოემბერს 18 წელი ან მეტია.
წინა წლების კონკურსებში გამარჯვებულებს 2016 წლის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
კონკურსის მონაწილეებს მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის ფორმის სრულად შევსების და თანმდევი მასალების წარდგენის საფუძველზე. განაცხადის ფორმა, მისი  თანმდევი და განაცხადის წარდგენის წესები განთავსებულია კონკურსის ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.eu . 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ნოემბერი.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
იხილეთ კონკურსის წესები.
იხილეთ ინფორმაცია ნამუშევრების წარდგენის შესახებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test