შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

08.07

2016

განცხადებები / ანონსი

დისკუსია საქართველოს ბოშათა თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე

8 ივლისს, 18:30-დან  20:00 საათამდე, ფრონტლაინ კლუბში (მის: ლადო ასათიანის ქ. 62) გაიმართება დისკუსია საქართველოს ბოშათა თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 1,500 ბოშა ცხოვრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფია ქვეყანაში. 

მათ სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა. 

ბოშათა ადგილი ქართულ საზოგადოებაში, მთავარი გამოწვევები თემის ინტეგრაციის გზაზე და სახელმწიფოსა თუ სამოქალაქო სექტორის როლი ინტეგრაციის პროცესში - ამ და სხვა თემებზე შემდეგი მომხსენებლები ისაუბრებენ:

გიორგი სორდია - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ამჟამად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის და ინკლუზიის კუთხით. 2010 წლდან ‘უმცირესობათა ჩართულობის ევროპულ ცენტრში’ კურირებს პროექტებს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. 

ელისო ლომიძე - სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ელენე პროშიკიანი - პროექტის ასისტენტი ‘უმცირესობათა ჩართულობის ეროვნულ ცენტრში, ექსპერტი საქართველოში ბოშათა საკითხებზე

კითხვა-პასუხის პანელი 45 წუთს გაგრძელდება, რასაც მოყვება ღია დისკუსია, სადაც სტუმრებს შეეძლებათ, გააკეთონ კომენტარი და დასვან კითხვები.

სამუშაო ენა: ქართული

დისკუსიის შემდეგ სტუმრებს იწვევენ  არაფორმალურ დისკუსიაზე ჩაისთან ერთად. 

DF Talk არის საინფორმაციო ვებგვერდი DF Watch-ის ახალი პროექტი, სადაც ყოველთვიურად ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები მონაწილეობენ უმცირესობებსა ან ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო განხილვებში.
ღონისძიებია ანონსი ასევე განთავსებულია facebook-ში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test