შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.09

2016

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი რეგიონული მედიისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში: ელექტრონული მონაცემების მოპოვება და მონაცემთა ვიზუალიზაცია

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს რეგიონული მედიისთვის - პროექტ "ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების" ფარგლებში.

კონკურსის საფუძველზე შერჩეული რეგიონული მედიის წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას ორი მიმართულებით:

** ელექტრონული მმართველობის სერვისების გამოყენება ინფორმაციის მოსაპოვებლად საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიზნებისთვის და მთავრობის მეტი გამჭვირვალობის მისაღწევად; 
** მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენება.

ტრენინგის გავლის შემდეგ, პროექტის მე-2 ეტაპზე, MDF გამოაცხადებს კონკურსს რეგიონულ თემატიკაზე ჟურნალისტური გამოძიებების წახალისების მიზნით. ჟურნალისტებს მიეცემათ 2 თვე საგამოძიებო მასალების შესაქმნელად. ნამუშევრების მომზადების ეტაპზე MDF-ის ექსპერტები კონსულტაციას გაუწევენ ჟურნალისტებს, როგორც მონაცემების შეგროვების, ასევე ვიზუალიზაციის პროცესში.

პროექტის ბოლოს გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული 3 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორები სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა, რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა 12 სექტემბრამდე.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით
ნინო დევიძეს ტელ: 598 284 679 
ან მოგვწერეთ მეილზე: mdfgeo@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test