შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.09

2016

ტრენინგები

ტრენინგი ბლოგერებისთვის თემაზე: „მედია გარემოსთვის”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, იწვევს 22-24 სექტემბერს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, იწვევს ბლოგერებს ტრენინგზე: „მედია გარემოსთვის”.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა!

ტრენინგებს გაუძღვებიან გარემოსდაცვით სფეროში მოღვაწე ექსპერტები. მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

განსახილველი თემები:

·  გარემოსდაცვითი გამოწვევები
·  ბიომრავალფეროვნების საფრთხეები და კონსერვაცია
·  გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის როლი გარემოსდაცვის სფეროში
·  საგამომძიებლო გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა

მონაწილეობა შეუძლიათ:

ბლოგერებს - ბლოგის წერის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებისა.

ტრენინგები გაგრძელდება დილის 10:00-დან საღამოს 17:00 საათამდე.

ტრენინგში მონაწილე ბლოგერებს, ტრენინგიდან ორი კვირის ვადაში ევალებათ ბუნების დაცვის თემატიკაზე პოსტის მომზადება.

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა http://bit.ly/2amNvwB 2016 წლის 16 სექტემბრის 18:00 საათამდე. 

წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის ვადაში.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და Internews Europe-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი: - „მედიის როლის გაძლიერება ბუნების კონსერვაციის სფეროში”. პროექტის მიზანს წარმოადგენს მასმედიის ბუნებისდაცვითი თემებით დაინტერესება, მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასმედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ბუნებისდაცვით სფეროში და გადამოსდაცვითი მედია ქსელის შექმნა.

პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდა 15 ჟურნალისტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში  დაუკავშირდით:

Mail: Info@eiec.gov.ge

Tel: +995 577 960 559

ნათია ჯავახიშვილი

https://www.facebook.com/events/1754831104805787/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test