შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.10

2016

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის: ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქება

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და  დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ტრენინგზე: „ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქება“

ტრენინგის თარიღებია:

24-26 ნოემბერი, 2016 (თბილისი, საქართველო)
09-11 თებერვალი, 2017 (თბილისი, საქართველო)
10-12 თებერვალი, 2018 (თბილისი, საქართველო)
13-17 ივნისი, 2018 - სასწავლო ტური ბერლინსა და პოტსდამში (შერჩეული მონაწილეებისთვის)

თუ თქვენ გაინტერესებთ:

•გააშუქოთ ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაკავშირებული საკითხები  ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე;
•გაზარდოთ საზოგადოებრივი ინტერესი და აამაღლოთ ცნობიერება ევროკავშირის, ეუთოს, ნატოს, ევროპის და ევროპული ღირებულებების შესახებ;
•შეისწავლოთ და გამოიყენოთ პროფესიული ტერმინოლოგია ჟურნალისტურ საქმიანობაში;

მაშინ,  ეს სემინარი თქვენთვისაა!

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და დემოკრატიის მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევენ ახალგაზრდა ჟურნალისტებს მონაწილეობის მისაღებად სამწლიან პროგრამაში, რომლის მიზანია, მედიის საშუალებით გააცნოს საზოგადოებას ევროპული ღირებულებები და ამ საკითხებით დაინტერესებულმა მოქმედმა ჟურნალისტებმა (საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) გაიუმჯობესონ თავიანთი ცოდნა და პროფესიული უნარები.

ახალგაზრდა ჟურნალისტებს (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან) ეძლევათ შესაძლებლობა, რომ, საერთაშორისო და რეგიონული ექსპერტების დახმარებით, იმუშაონ სხვადასხვა თემაზე. მონაწილეები ტრენინგებზე მოისმენენ ლექციებს, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, გათვალიწინებულია გასვლითი ვიზიტები, დისკუსიები, ჯგუფური დავალებები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება მონაწილეების ბლოგში.

პროგრამა

პროგრამა გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში და მოიცავს სემინარებს თბილისში, რომელიც გაიმართება ყოველწლიურად, სამი დღის განმავლობაში.  პროგრამაში ასევე გათვალისწინებულია სასწავლო ტური ბერლინსა და პოტსდამში იმ შერჩეული მონაწილეებისთვის, ვინც პროგრამის განმავლობაში თავს გამოიჩენს. პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა სემინარული აქტივობების ონლაინ მეთვალყურეობას მედია ექსპერტების მიერ.

 მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაესწრონ ყველა სემინარს.

წლიდან  წლამდე, სემინარებს შორის, მონაწილეები ვალდებულნი არიან, ჩაატარონ კვლევები და დაწერონ სტატიები ევროკავშირის და ევროპული ღირებულებების შესახებ. იდეებისა და კვლევების განხორციელება მოხდება სამი ქვეყნის ჟურნალისტების ინტენსიური თანამშრომლობით. პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, რომ გაიღრმავონ საკუთარი ჟურნალისტური უნარები და შესაძლებლობები.

„ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქების ტრენინგი“ წარმოადგენს პროგრამის მხოლოდ ერთ ნაწილს, რომელიც ასევე მოიცავს „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების ტრენინგსა“ და „ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხების გაშუქების ტრენინგს”. თითოეულ პროგრამაში მონაწილეობს 15 ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. ჯამში, სამივე პროგრამაში, მონაწილეობს 45 ჟურნალისტი, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.

ბერლინსა და პოტსდამში ვიზიტი მოიცავს ადგილობრივ ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. შერჩეული მონაწილეები გაეცნობიან გერმანული მედიის მუშაობას, პოლიტიკურ სისტემას და ბიზნეს-გარემოს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

•უნდა იყვნენ  საქართველოდან, სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან;
•სასურველია სამწლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის ან/და ჟურნალისტიკის მიმართულებით სტუდენტის სტატუსი;
•უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის, ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების მომცველი ან/და ადამიანის უფლებების სფეროს გაშუქების გამოცდილება;
•სასურველია, ჟურნალისტი მუშაობდეს რომელიმე მედია ორგანიზაციაში (მნიშვნელობა არ აქვს მედია ორგანიზაციის სახეს);
•მონაწილეები თავისუფლად უნდა საუბრობდნენ ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

ხარჯები

ორგანიზატორები სრულად დაფარავენ მგზავრობის და დაბინავების ხარჯებს.

მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ:

• CV, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება, განათლება და უცხო ენის ფლობის დონე;
•სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა შეიცავდეს თქვენს იდეას ევროპულ ღირებულებსა და ევროკავშირზე მომავალი მასალის შესახებ;
•თქვენი რეკომენდატორების, ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებული ორი პირის, ელექტრონულ ფოსტას.

გთხოვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია PDF ფორმატში გადმოგვიგზავნოთ მისამართზე:

tpjapplications@gmail.com

მიუთითეთ (ელ-ფოსტის subject-ის გრაფაში) თუ რომელ ტრენინგზე აგზავნით აპლიკაციას აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: კვირა,16 ოქტომბერი, 2016

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე: FNFSC, Media and Communication Educational and Research Center

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test