შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

16.10

2016

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის: კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და  დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM) იწვევს ახალგაზრდა ჟურნალისტებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ტრენინგზე: „კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქება“

ტრენინგის თარიღებია:

27-29 ნოემბერი, 2016 (თბილისი, საქართველო)
12-14 თებერვალი, 2017(თბილისი, საქართველო)
13-15 თებერვალი, 2018 (თბილისი, საქართველო)
13-17 ივნისი, 2018 - სასწავლო ტური ბერლინსა და პოტსდამში (შერჩეული მონაწილეებისთვის)

თუ თქვენ გაინტერესებთ:

• როგორ გააშუქოთ კონფლიქტები და კრიზისული სიტუაციები ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე;
•ისწავლოთ, თუ როგორ გაზარდოთ საზოგადოებრივი ინტერესი და აამაღლოთ ცნობიერება ამ თემებზე  მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტური მიდგომების გამოყენების გზით;
•როგორ ამოიცნოთ პროპაგანდა, სიძულვილის ენა და გააშუქოთ  კონფლიქტის მონაწილე სხვადასხვა მხარის ინტერესები;
•ისწავლოთ, თუ როგორ გაიუმჯობესოთ თქვენი პირადი და ციფრული უსაფრთხოება;

მაშინ, ეს სემინარი თქვენთვისაა!

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის (FNF) და დემოკრატიის მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტი (IDEM), იწვევენ ახალგაზრდა ჟურნალისტებს სამწლიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მოქმედ ჟურნალისტებს, გაიღრმავონ ცოდნა კონფლიქტების და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე და დახვეწონ პროფესიული უნარები. 

ახალგაზრდა ჟურნალისტებს (საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან) ეძლევათ შესაძლებლობა, რომ, საერთაშორისო და რეგიონული ექსპერტების დახმარებით, იმუშაონ სხვადასხვა თემაზე. მონაწილეები ტრენინგებზე მოისმენენ ლექციებს, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, გათვალისწინებულია გასვლითი ვიზიტები, დისკუსიები, ჯგუფური დავალებები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება მონაწილეების ბლოგში.

პროგრამა

პროგრამა გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში და მოიცავს სემინარებს თბილისში, რომლებიც გაიმართება ყოველწლიურად სამი დღის განმავლობაში. ასევე, პროგრამაში გათვალისწინებულია სასწავლო ტური ბერლინსა და პოტსდამში იმ შერჩეული მონაწილეებისთვის, ვინც პროგრამის განმავლობაში თავს გამოიჩენს. პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა სემინარული აქტივობების ონლაინ მეთვალყურეობას მედია ექსპერტების მიერ. 

მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაესწრონ ყველა სემინარს.

წლიდან წლამდე, სემინარებს შორის, მონაწილეები ვალდებულნი არიან, ჩაატარონ კვლევები, დაწერონ სტატიები კონფლიქტების და კრიზისული სიტუაციების ირგვლივ. იდეებისა და კვლევების განხორციელება მოხდება სამი ქვეყნის ჟურნალისტების ინტენსიური თანამშრომლობით. პროგრამა წარმოადგენს ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გაიღრმავონ საკუთარი ჟურნალისტური უნარები და შესაძლებლობები.

„კრიზისებისა და კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების ტრენინგი“ წარმოადგენს პროგრამის მხოლოდ ერთ ნაწილს, რომელიც ასევე მოიცავს „ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხების გაშუქების ტრენინგსა” და „ევროპული ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაშუქების ტრენინგს“. თითოეულ პროგრამაში მონაწილეობს 15 ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. ჯამში, სამივე პროგრამაში, მონაწილეობს 45 ჟურნალისტი, რომლებსაც საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.

ბერლინსა და პოტსდამში ვიზიტი მოიცავს ადგილობრივ ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. შერჩეული მონაწილეები გაეცნობიან გერმანული მედიის მუშაობას, პოლიტიკურ სისტემას და ბიზნეს-გარემოს.

მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

•უნდა იყვნენ  საქართველოდან, სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან;
•სასურველია სამწლიანი გამოცდილებ ან ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის ან/და ჟურნალისტიკის მიმართულებით სტუდენტის სტატუსი;
•უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ კონფლიქტების და კრიზისული სიტუაციების გაშუქების და/ან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოლიტიკის საკითხების გაშუქების გამოცდილება;
•სასურველია, ჟურნალისტი მუშაობდეს რომელიმე მედია ორგანიზაციაში (მნიშვნელობა არ აქვს მედია ორგანიზაციის სახეს);
•მონაწილეები თავისუფლად უნდა საუბრობდნენ ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე.

ხარჯები

ორგანიზატორები სრულად დაფარავენ მგზავრობის და დაბინავების ხარჯებს.

მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ:

•CV, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი სამუშაო გამოცდილება, განათლება და უცხო ენის ფლობის დონე;
•სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა შეიცავდეს თქვენს იდეას კონფლიქტურ ან/და კრიზისულ თემებზე მომავალი მასალის შესახებ;
•თქვენი რეკომენდატორების, ჟურნალისტიკის სფეროში დასაქმებული ორი პირის, ელექტრონულ ფოსტას.
გთხოვთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია PDF ფორმატში გადმოგვიგზავნოთ მისამართზე:

tpjapplications@gmail.com

გთხოვთ, მიუთითოთ (ელ-ფოსტის subject-ის გრაფაში) თუ რომელ ტრენინგზე აგზავნით აპლიკაციას

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: კვირა,16 ოქტომბერი, 2016

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს Facebook გვერდზე: FNFSC, Media and Communication Educational and Research Center

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test