შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

26.10

2016

განცხადებები / ტრენინგები

განცხადება სემინარში „მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“ მონაწილეობის მისაღებად

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტ “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა” ფარგლებში ატარებს სემინარს მოქმედი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თემაზე “მედიის როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში”.

სემინარის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას კულტურული მემკვიდრეობის თემების შესახებ და გაზარდოს ეროვნული და რეგიონული მედიის როლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

სემინარი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კულტურული (მატერიალური და არამატერიალური) მემკვიდრეობის განსაზღვრება, მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული პროცესების განმარტება, მემკვიდრეობის დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა და საუკეთესო პრაქტიკა, ჟურნალისტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხებზე, საუკეთესო მედია კამპანიების მიმოხილვას და სხვა.

სემინარი ჩატარდება შაბათს, 29 ოქტომბერს. სემინარს გაუძღვება ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსეთ ფორმა 2016 წლის 25 ოქტომბრამდე.

სემინარის დასრულების შემდეგ გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლის შედეგადაც დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ჟურნალისტური მასალის (სტატია, სიუჟეტი, ტელე-ბლოგი, რადიო) ავტორი შემდეგ თემებზე:

ნაკლებ ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის/ელემენტის დაცვის პროექტის პოპულარიზაცია;

მემკვიდრეობა, როგორც საჯარო სიკეთე და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი;

ჟურნალისტური გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან მემკვიდრეობის კანონის დარღვევის შემთხვევებზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test