შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.11

2016

განცხადებები / ტრენინგები

Tech Camp და კონფერენცია ვარშავაში ჟურნალისტების, ბლოგერების და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის

ციფრული მედიის ჟურნალისტებს, ბლოგერებს, კომუნიკაცის სპეციალისტებს  და სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოდან იწვევენ Tech Camp და კონფერენციზე ვარშავაში, რომელიც 2017 წლის 15-17 თებერვალს, Digital Communication Network-ის ორგანიზებით გაიმართება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა-25 ნოემბერი

კონფერენცია ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად: მედიაწიგნიერება-როგორ განვასხვავოთ ინტერნეტში გავრცელებული  პროპაგანდა და მანიპულაცია ფაქტებზე დამყარებული კონტენტისგან; დამოუკიდებელი და მდგრადი ჟურნალისტიკის  მეწარმეობა-როგორ მივაღწიოთ ფინანსურ დამოუკიდებლობას და ფინანსურ ანგარიშვალდებულებას, თანამდდროვე მედიაბიზნესის მოდელები.
 
ბანაკის მონაწილენი Tech Camp-ზე დაესწრებიან საერთაშორისო ექსპერტების სემინარებს, პოლონეთის წამყვან სპეციალისტებს, იმუშავებენ გუნდებში ერთობლივ პროექტებზე. საუკეთესო პროექტები დაფინანსდება მინიგრანტებით.

ორგანიზატორები აანაზღაურებენ მონაწილეთა, მგზავრობის, და კონფერენციის მსვლელობის განმავლობაში ვარშავაში ცხოვრების ხარჯებს.
კონფერენცია ჩატარდება კოპერნიკის ცენტრში, რომელიც იტევს 400 ადამიანს.

ღონისძიებაზე დასასწრებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ დაახლოებით 30 ქვეყნიდან, მათ შორის, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან, ჩეხეთიდან, შვედეთიდან და ა.შ.

დეტალური ინფორმაცია და აპლიკაციის ფორმა იხილეთ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDVPwOH8cV23y7hpja8RtPxIt3oUSQzB-zbbz9-RwuzNl8eQ/viewform

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test