შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.12

2016

განცხადებები / კონკურსები

JAMnews-ი აცხადებს ფოტოკონკურსს „ეს მოხდა ახალ წელს“


JAMnews-ი
აცხადებს კონკურსს საუკეთესო ფოტოს გამოსავლენად. თუმცა, ეს არ არის იოლი ამოცანა. ჩვენ გთავაზობთ საკონკურსოდ გამოგზავნოთ ერთი ფოტო, თემაზე “ეს მოხდა ახალ წელს…”

დეკემბერი განსაკუთრებული თვეა. წელიწადის არც ერთ სხვა დროს ადამიანი ამდენს არ ფიქრობს საკუთარ შეცდომებზე, და არ აწყობს სამომავლო გეგმებს, როგორც ახალი წლის წინა დღეებში. ჯადოსნურ საახალწლო ისტორიად შეიძლება იქცეს გამყიდველის სურათი, რომელიც თავის პატარა, იაფფასიანი გირლანდებით მორთულ მაღაზიას კეტავს. JAMnews-ში მოხარულები ვიქნებით, თუკი ისეთი ფოტოებსა და მოკლე ისტორიებს გამოგვიგზავნით, სადაც ის იმედგაცრუებები და იმედები იქნებ აღწერილი , რომლითაც თითქოს მთელი ჰაერი სავსეა წინასაახალწლოდ.

ფოტოები შეიძლება გადაიღოთ როგორც პროფესიონალური, ისესამოყვარულო კამერითა და მობილური ტელეფონით.

ფოტოები ისტორიებთან ერთად გამოგვიგზავნეთ @ჯემნიუსის Facebook-ის გვერდზე (https://web.facebook.com/jamnewsge/) შეტყობინებების სახით. მოგვწერეთ ფოტოს ავტორის ვინაობაც.

ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 2016 წლის 30 დეკემბრამდე. გამარჯვებული კი გამოვლინდება 13 იანვარს.

კონკურსის წესების მიხედვით პირველ ადგილზე გასულ ფოტოს დაასახელებს სპეციალური ჟიური, მეორე ადგილოსანს კი შეარჩევენ Facebook-ის მომხმარებლები. გაიმარჯვებს ფოტო, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება.

პირველ ადგილზე გასული ფოტოს ავტორს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტი. მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს კი - ფულადი ვაუჩერი ტექნიკის მაღაზიაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test