შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.02

2017

განცხადებები / კონკურსები

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს მედიაპარტნიორების შესარჩევ კონკურსს

ინტერნიუსი-საქართველო  აცხადებს კონკურსს საქართველოში ცხრა ადგილობრივი მედიაპარტნიორის შესარჩევად პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში

1. ზოგადი ინფორმაცია

“ინტერნიუსი საქართველო”, “ინტერნიუს ნეთვორქთან” თანამშრომლობით იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.“

ახალი პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სასარგებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მოქალაქეებისთვის ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების გაუმჯობესების და ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვის გზით, ასევე ახალგაზრდებს შორის დიალოგის წახალისებით, ინტერნეტის სწავლების ორგანიზებით ხანდაზმულთათვის და სამი ქვეყნის ჟურნალისტების თანამშრომლობის სტიმულირებით.

პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტიკის ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებას როგორც ტრადიციულ ისე ონლაინ მედიაში.

შეირჩევა ცხრა ადგილობრივი მედიაორგანიზაცია, რომლებიც პროექტის პარტნიორები გახდებიან. პარტნიორი მედიაორგანიზაციები მოამზადებენ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტებს  - “ჯორჯია პლიუს“ და შინაარსობრივად უფრო  მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს შესთავაზებენ მომხმარებელს. მედიაპარტნიორებს ექპერტთა ჟიური შეარჩევს.

პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციები (მათ შორის ონლაინ მედია) მონაწილეობას მიიღებენ პროექტის აქტივობებში, კერძოდ ტრენინგებში მედიაბიზნესისა და მარკეტინგის საკითხებზე საერთაშორისო ექპერტების ხელმძღვანელობით. მედიაორგანიზაციები შეისწავლიან პროდუქციის გავრცელებას, რეკლამირებას და მომხმარებლების მოზიდვას; საერთაშორისო ექსპერტები პარტნიორ მედიაორგანიზაციებს ეწვევიან და გამართავენ მენტორული სესიებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება გაყიდვებზე, მარკეტინგული პოტენციალის გაზრდაზე და მედიაპროდუქტების პოპულარიზაციაზე.  

თითოეული ადგილობრივი მედიაპარტნიორი მიიღებს შვიდ თემატურ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტს -- “ჯორჯია პლიუს,“ რათა მათი მედიაკონტენტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მედიაპარტნიორები მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტების ადაპტირებას მოახდენენ ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად. საინფორმაციო პაკეტების დამზადება და ადაპტირება ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება. მასალები გამოქვეყნდება 2017 წლის თებერვლიდან, ორ თვეში ერთხელ.

პარტნიორობა პროექტსა და შერჩეულ ადგილობრივ მედიაორგნაიზაციებს შორის პროექტის მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მედიაპარტნიორები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ და საინფორმაციო მხარდაჭერა აღმოუჩინონ პროექტის სხვა აქტივობებს, როგორებიცაა “მულტიმედია ინოვაციების ლაბორატორია”, ხანდაზმულების ინტერნეტში ჩართულობის კამპანია, მედიაბანაკი ახალგაზრდებისთვის და სხვა. “ინტერნიუსი-საქართველო” და პარტნიორი მედიაორგანიზაცია ერთობლივად განსაზღვრავენ ამ აქტივობებში ჩართულობის ფორმებს.

2. პარტნიორი მედიაორგანიზაციების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა:

პროექტის ყველა აქტივობებში მონაწილეობა (შვიდი ბრიფინგი „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების გავრცელების მოსამზადებლად, ტრენინგები მედიაბიზნესისა და მარკეტინგის საკითხებზე, სხვა თემებზე);

პირობების და დაწესებული ვადების ზუსტი დაცვა „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების წარმოებისა და ადაპტირების, საკუთარი არხებით გავრცელებისას და პრომოუტირების პროცესში, მათ შორის ონლაინ არხებით);

პერიოდული პროგრამული და ფინანსური ანგარიშება დადგენილი ფორმატით.

3. კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

-რეპუტაცია და პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვა;

-მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება მედიაბაზარზე;

-მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის უნარი;

4. საკონკურსო განაცხადის შინაარსი:

- ზოგადი პრეზენტაცია კონკურსის მონაწილე მედიასაშუალების შესახებ, რომელიც მინიმუმ ხუთ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტს მოიცავს (პორტფოლიო).

-(უპირატესობა ენიჭება ქვემოთმოყვანილ პრიორიტეტულ თემებზე შექმნილ მასალებს);

- პროექტში ჩართული ძირითადი პერსონალის რეზუმეები (CV) ;

- „ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ადაპტირების და გავრცელების ზოგადი კონცეფცია; უნდა დასახელდეს მულტიმედიური ფორმატები, რომლებსაც მედიასაშუალებები მასალების ადაპტირებისას გამოიყენებენ. 

- „ჯორჯია პლიუს “ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ადაპტირების ბიუჯეტი, ხელფასების ჩათვლით.

5. შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადების შეფასდება ეფუძნება:

- ტექნიკური შეთავაზების ხარისხს, მათ შორის განაცხადის ყველა კომპონენტის წარდგენას;

- ფინანსური შეთავაზების ხარისხს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4,500 აშშ დოლარს “ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ადაპტირებისთვის და გავრცელებისთვის, ასევე მედიაკონტენტის შექმნისთვის პროექტის სხვა აქტივობების შესახებ.

გამარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი სისტემით:

ქულების 90 პროცენტით შეფასდება პროექტის ტექნიკური შეთავაზება.

ქულების 10 პროცენტით შეფასდება პროექტის ფინანსური შეთავაზება.

1.1 ტექნიკური შეთავაზების შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსის მონაწილე მედიაორგანიზაციის პროფესიონალიზმი

(მედიაორგანიზაციას/მონაწილეს შეუძლია შედეგიანად შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები; აქვს პროფესიული რეპუტაცია და იცავს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს; ზუსტად აქვს გადანაწილებული როლები პროექტის მონაწილეთა შორის; წარდგენილი კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს გააჩნია სათანადო გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შექმნას წარმატებული მულტიმედია პროდუქტი; კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს ესმის პროექტის მიზნები) - მაქსიმუმ 25 ქულა;

პორტფოლიოს ხარისხი (პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი, მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების გაშუქების გამოცდილება) - მაქსიმუმ 25 ქულა;

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის ადაპტირების და გაშუქების ზოგადი კონცეფციის ხარისხი (სიახლე/ორიგინალურობა, გამოყენებული მულტიმედიური კომპონენტების მრავალფეროვნება; მკაფიო და თანმიმდევრული კონცეფცია; მდგრადობა ((განმცხადებელს გააჩნია პოტენციალი გააგრძელოს მულტიმედიური საინფორმაციო მასალების დამზადება პროექტის დასრულების შემდეგ) - მაქსიმუმ 40 ქულა.

2.1 ფინანსური შეთავაზების კრიტერიუმები::

ხარჯების მკაფიო და თანმიმდევრული აღწერა (მაქსიმუმ 5 ქულა);

გონივრული ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურადაა გამოყენებული რესურსები (მაქსიმუმ 5 ქულა).

6. ბიუჯეტი

ცხრა მედია საშუალება მიიღებს გრანტს 4,500 აშშ დოლარის ოდენობით თითოეული. გრანტის ჩარიცხვა თანდათანობით მოხდება. გრანტით დაფინანსდება მედიაპროდუქციის წარმოების, გავრცელების და სახელფასო ხარჯები, ასევე სხვა ხარჯები.  

7. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტით მისამართზე shorena@internews.ge ან მოტანილი იქნეს “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათამდე.

“ინტერნიუსი-საქართველო”
14/22 პაოლო იაშვილის ქ.
თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის ასისტანტი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.

„ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ოთხი თემის შერჩევა მოხდება ორგანიზატორების და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ხოლო სამ თემას ორგანიზატორები შერჩეულ მედიაპარტნიორებთან ერთად შეარჩევენ, მას შემდეგ, რაც მათთან ხელშეკრულებები გაფორმდება. პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოთავაზებული თემებია: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების საკითხები, ადგილობრივი ხელისუფლება/მუნიციპალიტეტები (აქცენტი ბიუჯეტის შესრულებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე), მიგრაცია.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს ნგვერდიდან

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test