შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.02

2017

განცხადებები / კონკურსები

ინტერნიუსი აცხადებს კონკურსს მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მწარმოებლის შესარჩევად

ინტერნიუსი აცხადებს კონკურსს   შვიდი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის მწარმოებლის შესარჩევად პროექტის დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ფარგლებში


1. ზოგადი ინფორმაცია

“ინტერნიუსი - საქართველო”, ამერიკული ორგანიზაცია ინტერნიუსთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.“

ახალი პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სასარგებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მოქალაქეებისთვის ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების გაუმჯობესებით, ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვით, ახალგაზრდებს შორის დიალოგის წახალისებით, ინტერნეტის სწავლების ორგანიზებით ხანდაზმულთათვის და სამი ქვეყნის ჟურნალისტების თანამშრომლობის სტიმულირებით.

პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტიკის ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის ონლაინ მედიაში.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია შვიდი თემატური მულტიმედიური პაკეტის -„ჯორჯია პლიუს“ წარმოება, რომლებიც გავრცელდება პროექტის პარტნიორი ცხრა ადგილობრივი მედიაორგანიზაციების მიერ.

“ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტებს ცენტრალური მედიასაშუალებების ჟურნალისტები დაამზადებენ. თითოეულ მულტიმედიურ პაკეტში შევა ვიდეო, აუდიო, ფოტო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები, გამოკითხვები. მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები გააშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს. პარტნიორი ადგილობრივი მედიაორგანიზაციები მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ადაპტირებას მოახდენენ ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად. თითოეული პაკეტის გავრცელების წინ შედგება ბრიფინგი ავტორის/ავტორების და ადგილობრივი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

“ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ავტორები შეირჩევა ექსპერტთა ჯგუფის მიერ კონკურსის გზით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს ასევე მედიაორგანიზაციებს (ბეჭდური მედია, რადიო, ტელევიზია, ონლაინმედია), მწარმოებელ სტუდიებს, რომელთაც შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ან კვლევით ცენტრებთან (think tank) თანამშრომლობით ერთობლივი გუნდის ჩამოყალიბება.  თითოეულ კანდიდატს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ერთ ან მეტ (შესაძლებელია შვიდივე) მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის დამზადებაზე.

2.   
პროდუქტები და სერვისები

“ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტები (7) შვიდ სხვადასხვა თემას გააშუქებს, ანუ თითო თემაზე თითო პაკეტი დამზადდება. თითოეული მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი 3-დან 5-მდე (სირთულის მიხედვით) ნაწილისგან იქნება შედგენილი და გამოიყენებს თანამდროვე ინტერაქტიული ვიზუალური ჟურნალისტიკის სხვადასხვა ფორმატებს. მასალები უნდა იყოს საინტერესო, გასაგები და უნდა მოიცავდეს პრესის სხვადასხვა ჟანრობრივ ელემენტებს (რეპორტაჟები, მინი დოკუმენტური ფილმები, ექსპერტების მოსაზრებები, გამოკითხვები, სხვა).

„ჯორჯია პლიუს“ მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების ოთხი თემის შერჩევა მოხდება ორგანიზატორების და პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, ხოლო სამ თემას ორგანიზატორები შერჩეულ მედიაპარტნიორებთან ერთად შეარჩევენ, მას შემდეგ, რაც მათთან ხელშეკრულებები გაფორმდება. პროექტის საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოთავაზებული თემებია: გარემოს დაცვა, ახალგაზრდების საკითხები, ადგილობრივი ხელისუფლება/მუნიციპალიტეტები (აქცენტი ბიუჯეტის შესრულებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე), მიგრაცია.

მულტიმედია პაკეტის შესაქმნელად ავტორები ითანამშრომლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან შერჩეული თემატური სფეროების მიხედვით.

3. ბიუჯეტი

შერჩეული ავტორები მიიღებენ გრანტს 2,000 აშშ დოლარის ოდენობით თითოეული მულტიმედიური პაკეტის დასამზადებლად. გრანტის ჩარიცხვა თანდათანობით მოხდება. გრანტით დაფინანსდება მედიაპროდუქციის წარმოების და სახელფასო ხარჯები, ასევე სხვა გონივრული ხარჯები.  

4. მულტიმედია პაკეტების წარმოების გრაფიკი

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის წარმოებისთვის გათვალისწინებულია 4 კვირა. მასალების შექმნის თანმიმდევრობა და ჩაბარების ვადები დადგინდება “ინტერნიუს - საქართველოსთან” ერთად გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ. პირველი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი უნდა დამზადდეს არა უგვიანეს 2017 წლის თებერვლისა.

5. შერჩეული ავტორების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

შერჩეული ავტორები “ჯორჯია პლიუს” მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტების დამზადების პროცესში დაიცავენ “ინტერნიუს-საქართველოსთან” შეთანხმებულ წარმოების გრაფიკს და კონცეფციას.

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების შექმნის პროცესში ავტორები ითანამშრომლებენ შესაბამისი სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.

ორგანიზაციას “ინტერნიუსი-საქართველო” ეკუთვნის “ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების გამოქვეყნების უფლება. მულტიმედიური  პაკეტები გადაეცემა ცხრა ადგილობრივ პარტნიორ მედიაორგანიზაციას, რომლებსაც მათი ადაპტირების უფლება აქვთ ადგილობრივი აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად.

თითოეული მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის წარდგენა ადგილობრივი მედია პარტნიორებისთვის ერთდღიან ბრიფინგზე მოხდება. მულტიმედიური პაკეტის საჯარო პრეზენტაცია ავტორების ვალდებულებაა. ბრიფინგში ადგილობრივი მედია პარტნიორების მონაწილეობის ხარჯებს დაფარავს “ინტერნიუსი-საქართველო”.

6. “ჯორჯია პლიუს” მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების დამზადების კონკურსში მონაწილეობის პირობები:

- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მედიაში;

- მულტიმედიური ჟურნალისტური პროდუქტების დამზადების უნარი, რისი დასაბუთებაც გამოქვეყნებული მედიაპროდუქტების წარმოდგენით მოხდება (ინფოგრაფიკა, ვიდეო, აუდიო, იმიჯი, ფოტორეპორტაჟი, სტატია, გამოკითხვა -- ადაპტირებული ონლაინ გამოცემისთვის)

- მოქნილი სამუშაო გრაფიკი და დაწესებულ ვადებში მუშაობის უნარი;

- უპირატესობა მიენიჭებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს.

7. საკონკურსო განაცხადი:

- ზოგადი პრეზენტაცია კონკურსის მონაწილე ჟურნალისტების/მედიასაშუალების შესახებ, რომელიც მინიმუმ ხუთ მულტიმედიურ საინფორმაციო პაკეტს მოიცავს (პორტფოლიო). (განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომლებშიც მულტიმედიური პროდუქციის ნიმუშებია წარმოდგენილი. თუმცა შესაძლებელია განაცხადში სხვა ფორმატის მასალებიც იყოს წარმოდგენილი განმცხადებლის გამოცდილების საილუსტრაციოდ);

- ავტორის/გუნდის რეზიუმეები რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მულტიმედია პაკეტის წარმოებაში;

- მოკლე სამოტივაციო წერილი თემის ან თემების არჩევის შესახებ და/ან თანხმობა, რომ განმცხადებელი მზადაა შექმნას მასალები  ორგანიზატორების მიერ კონკურსის დასრულების შემდეგ შერჩეულ თემებზე;

- მულტიმედიური პაკეტის ზოგადი კონცეფცია;

- მულტიმედია პაკეტის წარმოების ბიუჯეტი, სახელფასო ხარჯების ჩათვლით;

- 2 თანხმობის წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ექსპერტებიდან, რაც მათ თანამშრომლობას ადასტურებს მულტიმედია პაკეტის შექმნის პერიოდში.

8. შერჩევის კრიტერიუმები

განაცხადების შეფასება ეფუძნება:

- ტექნიკური შეთავაზების ხარისხს, მათ შორის განაცხადის ყველა კომპონენტის წარდგენას;

- ფინანსური შეთავაზების შესრულების ხარისხს. შეთავაზება არ უნდა აღემატებოდეს 2,000 აშშ დოლარს ერთი მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტისთვის.

გამარჯვებულებს გამოავლენს პროექტის საკოორდინაციო საბჭო შემდეგი სისტემით:

- ქულების 90 პროცენტით შეფასდება პროექტის ტექნიკური შეთავაზება.

- ქულების 10 პროცენტით შეფასდება პროექტის ფინანსური შეთავაზება.

1.1 ტექნიკური შეთავაზების შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსის მონაწილე მედიაორგანიზაციის პროფესიონალიზმი (მედიაორგანიზაციას/მონაწილეს შეუძლია შედეგიანად შეასრულოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები; აქვს პროფესიული რეპუტაცია და იცავს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს; ზუსტად აქვს გადანაწილებული როლები პროექტის მონაწილეთა შორის; წარდგენილი კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს გააჩნია სათანადო გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ შექმნას წარმატებული მულტიმედია პროდუქტი; კონცეფცია ადასტურებს, რომ მონაწილეს ესმის პროექტის მიზნები) - მაქსიმუმ 25 ქულა;

პორტფოლიოს ხარისხი (პორტფოლიოში შესული მასალების ხარისხი, მრავალფეროვნება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების გაშუქების გამოცდილება) - მაქსიმუმ 25 ქულა;

მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტის ადაპტირების და გაშუქების ზოგადი კონცეფციის ხარისხი (სიახლე/ორიგინალურობა, გამოყენებული მულტიმედიური კომპონენტების მრავალფეროვნება; მკაფიო და თანმიმდევრული კონცეფცია; მდგრადობა (განმცხადებელს გააჩნია პოტენციალი გააგრძელოს მულტიმედიური საინფორმაციო მასალების დამზადება პროექტის დასრულების შემდეგ) - მაქსიმუმ 40 ქულა.

2.1 ფინანსური შეთავაზების კრიტერიუმები:

- ხარჯების მკაფიო და თანმიმდევრული აღწერა (მაქსიმუმ 5 ქულა);

გონივრული ბიუჯეტი, რომელშიც მაქსიმალურადაა გამოყენებული რესურსები (მაქსიმუმ 5 ქულა).

9. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა

აპლიკანტმა ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გამოგზავნოს ელ. ფოსტით, მისამართზე shorena@internews.ge ან მოიტანოს “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში, 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათამდე.

“ინტერნიუსი-საქართველო”
14/22 პაოლო იაშვილის ქ.თბილისი, საქართველო

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test