შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.04

2017

განცხადებები / კონკურსები

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” ღებულობს საკონკურსო განაცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, მომხმარებელი-ჯი პროგრამის ფარგლებში, ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" იწვევს ჟურნალისტებს და მედია-ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში მომხმარებელთა უფლებებზე.
ჟურნალისტური ნამუშევრების  კონკურსის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება მომხმარებელთა ინტერესებსა და უფლებებზე, მათი დაცვის საჭიროებაზე და საშუალებებზე, საქართველოში მათი დაცულობის მდგომარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ზეგავლენის თაობაზე ამ ინტერესებსა და უფლებებზე.

კერძოდ,  საკონკურსო მასალაში გაშუქებული უნდა იყოს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევა. განხილული იყოს ამ დარღვევის შესაძლო მიზეზები, შედეგები, აღმოფხვრის გზები/საშუალებები. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინები ასეთი დარღვევებისადმი და  მათი აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებისადმი. სასურველია მიეთითოს, შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნეს როგორც ერთჯერადი ნამუშევარი (გადაცემა, რგოლი, სტატია, პოსტი) ასევე მათი ციკლი. ერთმა პირმა შეიძლება წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი. ერთი და იგივე ნამუშევარი შეიძლება განხილული იქნას მხოლოდ ერთ ნომინაციაზე.

საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გადაცემული უნდა იყოს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით (კონკურსის დაწყებამდე გამოქვეყნებული მასალა არ განიხილება). განიხილება მხოლოდ საქართველოს მედია-საშუალებებით გავრცელებული მასალა. უპირატესობა მიენიჭება ისეთ საშუალებებს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს ან მედია-ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც.

ნამუშევარი კონკურზე წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის 1 დეკემბრის 10:00 საათიდან 2017 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

ჯილდოები:

გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის კონკურსით გათვალისწინებულია შემდეგი ჯილდოები:

სატელევიზიო გადაცემა: 1 პრიზი, 2500 ევრო;
რადიო-გადაცემა: 2 პრიზი, 700 ევრო თითოეული;
ბეჭდური მედია-ნამუშევარი (საგაზეთო ან ჟურნალის სტატია, კომიქსი): 3 პრიზი, 300 ევრო თითოეული;
ინტერნეტ მედია-ნამუშევარი: 3 პრიზი, 150 ევრო თითოეული.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test