შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.02

2017

განცხადებები / ვაკანსიები

მედიის განვითარების ფონდი (MDF) აცხადებს ვაკანსიას მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე

მულტიმედია კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

-ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის ვიდეო სიუჟეტის მომზადებაში, მონტაჟსა და მულტიმედია პროდუქციის შექმნაში.
-პრაქტიკული კურსის კოორდინირება, რაც გულისხმობს კურსის მონაწილეთა დახმარებას მულტიმედია პროდუქციის დაგეგმვასა და შექმნაში. საუკეთესო ნაშრომების შერჩევას და ვებ-პორტალზე განთავსებას, ასევე სოციალურ მედიაში მათ პოპულარიზაციას.
-ორგანიზაციის სხვა საკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

თვიური ხელფასი: 550 ევროს ეკვივალენტი ლარში (დასაბეგრი თანხა)

კვალიფიკაცია

◦ უმაღლესი განათლება (მულტიმედია ჟურნალისტიკა )
◦ მინიმუმ ერთწლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ან სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა
◦ უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები მისამართზე: mdfgeo@gmail.com

◦ რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც).
◦ ტრენინგ პროგრამის ხედვა, რომელიც გათვლილი იქნება 3 თვიან ყოველკვირეულ სწავლებაზე და მოიცავს სიუჟეტის გადაღების, მონტაჟის, მულტიმედია პროდუქციის წარმოების ბაზისურ საკითხებს მოყვარულირებისთვის და ითვალისწინებს დამატებით მოწვეული ტრენერების მონაწილეობას სწავლების პროცესში.

დოკუმენტების გაგზავნისას, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითეთ: ვაკანსია მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე.
დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, MDF არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 27 თებერვალი

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test