შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.03

2017

განცხადებები / კონკურსები

რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი - ერთი დღე საქართველოს ცხოვრებ...

📸 რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი - ერთი დღე საქართველოს ცხოვრებიდან

➡ თუ გიყვარს ფოტოს გადაღება (ან, სულაც, პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ) და გჯერა, რომ ზოგჯერ ერთი კადრით ბევრად მეტის გადმოცემა შეიძლება, ვიდრე თუნდაც ათასი სიტყვით, მიიღე მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსში „ერთი დღე საქართველოს ცხოვრებიდან“. 1 მარტს გადაიღე შენი ცხოვრების ამსახველი სურათი. შეიძლება ეს იყოს ერთი გაელვება შენი სოფლის ან შენი ქალაქის, შენი უბნის ცხოვრებიდან, ქუჩის სცენა, ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია შრომის, დასვენებისა თუ გართობის ერთი ეპიზოდი... სურათებზე ასახული უნდა იყოს საქართველოს ყოველდღიური ყოფა ათასგვარი სხვადასხვა გამოვლინებით. ამიტომ გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით სტატიკურ პეიზაჟებს ან ცარიელი ქუჩების ფოტოებს (სელფიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!).

☑️ საუკეთესო სურათებს (წარწერებითა და ავტორების მითითებით) შევარჩევთ ფოტოგალერეისთვის და გამოვაქვეყნებთ რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში. კონკურსის გამორჩეულ მონაწილეებს სამომავლოდ შეიძლება თანამშრომლობაც შევთავაზოთ.

▶️ კონკურსის წესები:

📧 ყოველ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს JPEG-ფორმატის არაუმეტეს ხუთი ფოტოსურათისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: photos@rferl.org

📷 ფოტოს სიგანე, სულ ცოტა, 1200 პიქსელს უნდა შეადგენდეს (კონკურსზე დაიშვება მხოლოდ ჰორიზონტალური ფორმატის სურათები)

➡ ყველა გამოგზავნილ სურათს უნდა ახლდეს ავტორის გვარ-სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე მოკლე აღწერა იმისა, რასაც ფოტოზე ვხედავთ. მითითებული უნდა იყოს სურათის გადაღების ადგილი (შეგახსენებთ: ფოტო გადაღებული უნდა იყოს მხოლოდ 2017 წლის 1 მარტს!!!)

🗓 ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტი, 23 საათი და 59 წუთი.

▶️ რადიო თავისუფლებისთვის ფოტოს (ან ფოტოების) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:
1. ფოტო (ან ფოტოები) გადაღებულია 2017 წლის 1 მარტს;
2. ფოტოს (ან ფოტოების) საავტორო უფლებები თქვენ გეკუთვნით;
3. რადიო თავისუფლებას უვადოდ და უსასყიდლოდ ანიჭებთ უფლებას, გამოაქვეყნოს ფოტო (ან ფოტოები) თავის ნებისმიერ პლატფორმაზე. 

📸 რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსი - ერთი დღე საქართველოს ცხოვრებიდან

 თუ გიყვარს ფოტოს გადაღება (ან, სულაც, პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ) და გჯერა, რომ ზოგჯერ ერთი კადრით ბევრად მეტის გადმოცემა შეიძლება, ვიდრე თუნდაც ათასი სიტყვით, მიიღე მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფოტოკონკურსშიერთი დღე საქართველოს ცხოვრებიდან“. 1 მარტს გადაიღე შენი ცხოვრების ამსახველი სურათი. შეიძლება ეს იყოს ერთი გაელვება შენი სოფლის ან შენი ქალაქის, შენი უბნის ცხოვრებიდან, ქუჩის სცენა, ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია შრომის, დასვენებისა თუ გართობის ერთი ეპიზოდი... სურათებზე ასახული უნდა იყოს საქართველოს ყოველდღიური ყოფა ათასგვარი სხვადასხვა გამოვლინებით. ამიტომ გთხოვთ, ნუ გამოგვიგზავნით სტატიკურ პეიზაჟებს ან ცარიელი ქუჩების ფოტოებს (სელფიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!).

️ საუკეთესო სურათებს (წარწერებითა და ავტორების მითითებით) შევარჩევთ ფოტოგალერეისთვის და გამოვაქვეყნებთ რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე სოციალურ ქსელებში. კონკურსის გამორჩეულ მონაწილეებს სამომავლოდ შეიძლება თანამშრომლობაც შევთავაზოთ.

️ კონკურსის წესები:

📧 ყოველ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს JPEG-ფორმატის არაუმეტეს ხუთი ფოტოსურათისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: photos@rferl.org

📷 ფოტოს სიგანე, სულ ცოტა, 1200 პიქსელს უნდა შეადგენდეს (კონკურსზე დაიშვება მხოლოდ ჰორიზონტალური ფორმატის სურათები)

 ყველა გამოგზავნილ სურათს უნდა ახლდეს ავტორის გვარ-სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე მოკლე აღწერა იმისა, რასაც ფოტოზე ვხედავთ. მითითებული უნდა იყოს სურათის გადაღების ადგილი (შეგახსენებთ: ფოტო გადაღებული უნდა იყოს მხოლოდ 2017 წლის 1 მარტს!!!)

🗓 ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მარტი, 23 საათი და 59 წუთი.

️ რადიო თავისუფლებისთვის ფოტოს (ან ფოტოების) გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ:
1. ფოტო (ან ფოტოები) გადაღებულია 2017 წლის 1 მარტს;
2. ფოტოს (ან ფოტოების) საავტორო უფლებები თქვენ გეკუთვნით;
3. რადიო თავისუფლებას უვადოდ და უსასყიდლოდ ანიჭებთ უფლებას, გამოაქვეყნოს ფოტო (ან ფოტოები) თავის ნებისმიერ პლატფორმაზე.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test