შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.02

2017

განცხადებები / ვაკანსიები

„ლაივპრესი“ აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე

ინტერნეტ-გამოცემა „ლაივპრესი“ (www.Livepress.ge) აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტების პოზიციებზე.
Ø სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
Ø სამუშაოგანაკვეთი: სრული
Ø სარეკლამო აგნეტის ფუნქცია/მოვალეობები: ადგილობრივ ბიზნეს წარმომადგენლებთან დაკავშირება და „ლაივპრესის“ სარეკლამო/სასპონსორო პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა (იხილეთ სამუშაოს დეტალური აღწერა)
Ø ხელფასი: სარეკლამო აგენტების ანაზღაურება განისაზღვრება მოზიდული რეკლამის ღირებულების 20%-ით

ძირითადი მოთხოვნები:

• ასაკი: 17 წელს ზევით (ზედა ზღვარი არ არის შეზღუდული)
• საშუალო განათლება (აუციელებელი), უმაღლესი განათლება (სასურველი)
• MS Office-ის პროგრამების ცოდნა (აუცილებელი)
• სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე (არააუცილებელი)

აპლიკაციების მიღების დაწყების თარიღი: 13/02/2017
დასრულების თარიღი: 27/02/2017

აპლიკანტებმა საკუთარი CV უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@innova.ge;

შენიშვნა: წერილის სათაური აუცილებლად უნდა შეიცავდეს დამსაქმებელი ორგანიზაციის სახელს (მაგალითად, ელ. წერილის სათაური: სარეკლამო აგენტის ვაკანსია - ლაივპრესი)

აპლიკანტების შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
• 1-ელი ეტაპი: 28 თებერვალს შეირჩევიან სასურველი კანდიდატები (მოხდება აპლიკანტთა გადარჩევა);
• მე-2 ეტაპი: 1-2 მარტს ჩატარდება ინტერვიუ/გასაუბრება წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.
• შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი გაყიდვის პროცესის ყოველდღიურ წარმართვაში.

ჩვენი ორგანზიაციის წარმომადგენელი შერჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 2 მარტისა (02/03/2017)

სარეკლამო აგენტის სამუშაოს დეტალური აღწერა:

• სთავაზობს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს სარეკლამო შეთავაზებას.
• მომსახურებას უწევს არსებულ და პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს.
• წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურად უკავშირდება პოტენციურ სარეკლამო და სასპონსორო დამკვეთებს, აცნობს და სთავაზობს მათ სარეკლამო შეთავაზებას (მომსახურების ჩამონათვალი, ფასი, პირობები, ფასდათმობის პირობები და ა.შ.)
• ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უზრუნველყოფს ჩატარებული სამუშაოს თავმოყრას და ორგანიზებას ელექტრონული ფორმით.
• ათანხმებს და აკორექტირებს პოტენციური მომხმარებლების სიას (მომდევნო კვირის სამუშაო გეგმას) მენეჯერთან ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს.
• წინასწარ სწავლობს პოტენციურ მომხმარებლებს/მათ პრეფერენციებს და შესაბამისად აკორექტირებს სარეკლამო შეთავაზებას.
• სწავლობს და ეცნობა რეგიონის ბაზარს, ადევნებს თვალს რეგიონის განვითარებას ბიზნესის ჭრილში (ახალი ბიზნეს-ობიექტების გახსნა, ძველის დახურვა, ძველის გადაადგილება და ა.შ.), აკორექტირებს და ასწორებს პოტენციური და არსებული მომხმარებლების საკონტაქტო მონაცემებს.
• უზრუნველყოფს მენეჯმენტს კონკურენტების შესახებ ინფორმაციით (კონკურენტების ფასები, შეთავაზება, კლიენტები და ა.შ.)
• იძლევა დასაბუთებულ რეკომენდაციებს შეთავაზების (მომსახურება, ფასი, დასდათმობა) კორექტირებასთან დაკავშირებით.
• აანალიზებს და სწავლობს არსებული და პოტენციური მომხმარებლების შესაძლო/არსებულ პრობლემებს, ცდილობს, მოუძებნოს მათ გადაწყვეტა ოპტიმალური მომსახურება/ფასის შეთავაზების გზით.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test