შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.08

2017

განცხადებები / ვაკანსიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მედიამკვლევარის პოზიციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის საქართველოს ბიურო - აცხადებს ვაკანსიას მედია პროგრამის სრულ განაკვეთზე მომუშავე მედია მკვლევარის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება საქართველოში მედიის თემაზე კვლევების ჩატარებასა და ანგარიშების, ანალიტიკური დოკუმენტებისა და სტატიების მომზადებაზე.

სახელფასო განაკვეთი: 500  - 700 აშშ დოლარი ხელზე ასაღები თანხა (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი                   

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: პროგრამის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

მედიის, სარეკლამო და სატელეკომუნიკაციო სექტორის გამჭვირვალობასთან და ღია მონაცემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევა და ადვოკატირების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;

მოკლე საინფორმაციო მიმოხილვების, პოლიტიკის დოკუმენტების, ბლოგების და სხვა მასალების მომზადებაში მონაწილეობა;

მედიაში და სარეკლამო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა;

მედია სექტორში მიმდინარე მოვლენებზე ანგარიშების, ბლოგების და სხვა მასალების მომზადება;

ღონისძიებების (ვორქშოპების, შეხვედრები, ტრენინგების) ორგანიზებაში მონაწილეობა;

დონორ ორგანიზაციებთან ანგარიშგება,  შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მაგისტრის ხარისხი  პოლიტიკურ მეცნიერებებში, სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ჟურნალისტიკის  ან სხვა შესაბამის სფეროში;

მინიმუმ ორი  წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;

საქართველოს მმართველობის სისტემისა და მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა;

მაღალ დონეზე წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარების გამოხატული უნარი;

შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

დამოუკიდებლად და პატარა ჯგუფებში, ხანდახან შეზღუდული ზედამხედველობის პირობებში, მუშაობის უნარი;

ინგლისურ ენაზე მაღალ დონეზე საუბრის და წერის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

1. რეზიუმეს / CV ინგლისურ ენაზე;

2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი. სამოტივაციო წერილი ასევე უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ რატომ აკმაყოფილებს განმცხადებელი ვაკანსიის მოთხოვნებს.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 7 მარტი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მედია მკვლევარი“ .

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  07 მარტი 2017

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test