შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.03

2017

განცხადებები / კონკურსები

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის – “ეკოხედვა/ECOVISION” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის

კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოქმედებს ადამიანის საცხოვრის გარემოსა და უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ჟურნალისტებს გთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში "კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა". 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოდან, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მედიასაშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია ან ონლაინ მედია).    

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მედიაპროდუქტის მომზადება თემაზე „კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“. მას შემდეგ რაც მედიაპროდუქტი გამოქვეყნდება მედიასაშუალების მიერ, მისი ელექტრონული ვერსია მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ecovision.ecokhedva@gmail.com (ერთი ადამიანის მიერ საკონკურსოდ მომზადებული მედიაპროდუქტების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 მარტი.   

მედიაპროდუქტების შერჩევის კრიტერიუმებია:  

- შინაარსი რამდენად შეესაბამება კონკურსის თემას
- რეპორტაჟის ხანგრძლივობა, სტატიის მოცულობა
- მედიასაშუალების რეიტინგი და დაფარვის არეალი - ერთ-ერთი ან რამდენიმე მედიამესიჯის გამოყენება (მედიამესიჯის გამოყენება შეიძლება როგორც პროექტის სლოგანის ან მთავარი მესიჯის)   

მედიამესიჯები 

- კლიმატი იცვლება - შეცვალე მიდგომები შენც, რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა!
 - კლიმატის ცვლილება არ არის მითი - მოერიდე სიცხეს, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ავადმყოფობის და სიკვდილიანობის რისკები!
- მოემზადე კლიმატის ცვლილების შედეგებისთვის - მეტი ყურადღება მიაქციე სუფთა წყალს!    

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.   

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
ტელერეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა - 500 ევრო
რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა - 300 ევრო
სტატია ბეჭდურ მედიაში - 200 ევრო
ონლაინ მედიაპროდუქტი - 200 ევრო   

ვრცლად კონკურსის შესახებ http://ecovision.ge/725-konkursi-zhurnalistebisthvis-klimatis-cvlileba-da-sazogadoebrivi-jandacva.html

საკონტაქტო ინფორმაცია: 

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”
მისამართი: თბილისი, გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა №4

ტელ: 2 55 40 20
საკონტაქტო ელ.ფოსტა: 
info@ecovision.ge
ketizhvania@yahoo.com

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test