შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

24.03

2017

განცხადებები / ვაკანსიები

Go Group Media-ს ესაჭიროება სცენარისტი “Dolma Diaries”-ისთვის

Go Group Media და მისი სომეხი, აზერბაიჯანელი და გერმანელი პარტნიორები ეძებენ ქართულენოვან სცენარისტს, რომელიც სომხურ-აზერბაიჯანულ-გერმანულ გუნდს შეუერთდება და მათთან ერთად შექმნის სცენარს სამხრეთკავკასიური სიტკომისათვის.

ორგანიზაცია გთავაზობთ:

ახალ პროექტში ჩართვას და სამხრეთკავკასიელ კინორეჟისორებთან ერთად რეგიონში მცხოვრები მაყურებლისთვის გასართობი სერიალის შექმნას. ამას გარდა, შერჩეული კანდიდატს საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს სცენარისტების ვორქშოპში, რომელიც ა.წ. მაისში გაიმართება ქალაქ ბერლინში. შესრულებული სამუშაოსთვის გათვალისწინებულია შესაბამისი ჰონორარი.

ძირითადი მოთხოვნები:

- აპლიკანტის ასაკი არ უნდა აჭარბებდეს 40 წელს, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გამონაკლისიც დასაშვებია;
- სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს;
- მზად უნდა იყოს, იმუშაოს პატარა ჯგუფში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად;
- უნდა ჰქონდეს წერის გამოცდილება. საუკეთესო შემთხვევაში, დაწერილი უნდა ჰქონდეს სცენარი, თუმცა, შერჩევის პროცესში კანდიდატის მიერ დაწერილი წიგნები და ნარკვევებიც გათვალისწინებულ იქნება.
- უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და უნდა მოსწონდეს ხუმრობები ქართველებისა და მათი მეზობლების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში  შესაბამის მისამართზე (maka.tsnobiladze@gogroupmedia.net) გაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე იუმორისტული მოთხრობა, რომელშიც ქართველისა და სომეხის/აზერბაიჯანელის/ რუსის/ გერმანელის შეხვედრა იქნება აღწერილი.

პროექტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test