შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.03

2017

განცხადებები / ვაკანსიები

აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს კონკურსს რედაქტორის პოზიციაზე

 

აჭარის ტელევიზია აცხადებს კონკურსს ახალი ამბების სამსახურში (გაერთიანებულ ნიუსრუმში) რედაქტორის პოზიციაზე

საშტატო სტატუსი: შტატგარეშე
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ადგილი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N41
გამოსაცდელი ვადა: 03 თვე

ძირითადი მოთხოვნები:

 ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
 გამართული მეტყველება;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
 რედაქტორად/პროდიუსერად მუშაობის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება;
 უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული - ერთერთი მაინც) სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება);
 უმაღლესი აკადემიური განათლება.

სამუშაოს აღწერილობა:

ა). თემების გამოვლენა, ანალიზი, მათი შერჩევა და რეპორტიორებს შორისშესაბამისი გადანაწილება;
ბ). საჭიროების შემთხვევაში თითოეულ თემაზე სრული ინფორმაციისმოძიებაში რეპორტიორების მხარდაჭერა; გ). გადანაწილებული თემების საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში სრულად ასახვის ზედამხედველობა; დ). საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების სცენარის შექმნისა და განვითარების საჭიროებების გამოვლენა; ე). ყოველდღიურ რეჟიმში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების სცენარის შექმნასა და განვითარებაში რეპორტიორების მხარდაჭერა;
ვ). საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში მოსაწვევი რესპოდენტების, სტუმრებისშერჩევა;
ზ). საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების წამყვანების პროფესიული მომზადებისმაღალი ხარისხის ზედამხედველობა და ხარვეზების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
თ). საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების შინაარსის დროულად, ვადებში მომზადების უზრუნველყოფა და პრობლემების შემთხვევაში მათზე ოპერატიული რეაგირების ღონისძიებების კოორდინაცია;
ი). საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ობიექტურობის, დაბალანსებულობისა და ეთიკის ნორმების დარღვევის საფრთხეების წინასწარ შეფასება; კ). ყველა ტექსტის შემოწმება (წამყვანის/რეპორტიორის); ლ). საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემების შინაარსის, პროფესიონალიზმის, ხარისხის განვითარების საჭიროებების გამოვლენა და წინადადებების მომზადება;
ნ). საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ობიექტურობის, დაბალანსებულობისა და ეთიკის ნორმების დარღევევის შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენა;
ო). საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შედეგების ყოველდღიური ანალიზი რედაქტორების და პროდიუსერების შემადგენლობასთან და ახალი ამბების ხელმძღვანელთან ერთად;

წარმოსადგენი ინფორმაცია:

 განცხადება (პოზიციისა და სასურველი შრომის ანაზღაურების მითითებით)
 პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
 სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვა);
 С/V
 სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

განცხადების გადარჩევა (პირველი ეტაპი);
გასაუბრება (მეორე ეტაპი);
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

განაცხადები განიხილება სპეციალური კომისიის მიერ;

განაცხადები მიიღება 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით, ელექტრონულად (HRnatia@ajaratv.ge)

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგის შესახებ 3 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს (ელექტრონულად)

გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა: 2017 წლის 20 აპრილი.

საკონტაქტო პირი: ნათია ხუნდაძე (მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახური)

საკონტაქტო ტელეფონები: 577 23 26 07 საკონტაქტოელ-ფოსტა: HRnatia@ajaratv.ge

კონკურსის შესახებ ინფორმაცია  ასევე იხილეთ  მისამართზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test