შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

05.04

2017

განცხადებები / ვაკანსიები

საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) აცხადებს ვაკანსიას “მთის ამბების” პროექტის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები: "მთის ამბების" ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება, მოქალაქე-რეპორტიორებთან მუშაობა; მაღალმთიან რეგიონებში არსებული პრობლემების კვლევა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა; შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი; არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. აგრეთვე, უპირატესობა მიენიჭებათ კახეთში მცხოვრებ კანდიდატებს.

ანაზღაურება: 500 ევროს ეკვივალენტი ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შეგაქვთ განაცხადი.

განაცხადის წარდგენის  ბოლო ვადაა 2017 წლის 5 აპრილი. არასრული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია მიმართოთ საინფორმაციო ცენტრების ქსელის ქოლცენტრს ტელეფონის ნომერზე 16100 (კოდის გარეშე), ყოველდღე 09:00 –დან 18:00 საათამდე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test