შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.04

2017

განცხადებები / კონკურსები

აჭარის ტელევიზია და რადიო აცხადებს იდეების კონკურსს 3-წუთიანი კლიპებისთვის

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” აცხადებს იდეების კონკურსს, ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე მომზადებული 3-წუთიანი კლიპებისთვის. გამარჯვებული იდეების ავტორებს კლიპების გადაღებაში მაუწყებელი დაეხმარება.
კონკურსი ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს-1 ივნისს.

კონკურსის ჟიური გამოავლენს ყველაზე კრეატიულ, ორიგინალურ და საინტერესო იდეებს.

გამარჯვებული სამი იდეის გადასაღებად მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას და საზმაუწყებლის პლატფორმებზე განთავსებას თავად მაუწყებელი უზრუნველყოფს.

კონკურსის წესები:

-სცენარის იდეა უნდა იყოს ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე;
-სცენარის იდეა უნდა იყოს ორიგინალური, არ წარმოადგენდეს აქამდე არსებული სხვა რეკლამის იდეის კოპირებას;
-რგოლის ქრონომეტრაჟი მაქსიმუმ 3 წუთია;
-ერთ კონკურსანტს მხოლოდ ერთი იდეის მოწოდება შეუძლია;
-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის -აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლებისა;
-მაუწყებელი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული  სცენარის იდეა მთლიანად ან ნაწილობრივ -გამოიყენოს;

საკონკურსო იდეა წერილობით და გაგგზავნეთ მისამართზე:  info@ajaratv.ge  

განაცხადში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა და მიამაგრეთ წერილობით ჩამოყალიბებული თქვენი საკონკურსო იდეა.  

ნამუშევრის გაგზავნისას თქვენ ავტომატურად ადასტურებთ კონკურსში მონაწილეობის სურვილსა და თანხმობას ამ წესებსა და პირობებზე.

კონკურსი  1 მაისამდე  გაგრძელდება.

გამარჯვებული სცენარის ავტორები 03 მაისისთვის გამოვლინდებიან. 
კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე იხილეთ  “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” ვებგვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test