შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

21.05

2017

განცხადებები / კონკურსები

IDFI აცხადებს ვიზუალური ნაშრომების კონკურსს

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ვიზუალური ნაშრომების კონკურსს (ფოტო, გრაფიტი, პოსტერი) თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.

კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. 

კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად,  2017 წლის 2 მაისს, 17:00 რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული), კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  გაიარეთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.

- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;
- მსურველთა მონაწილეობა ასაკობრივი და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის შეზღუდული.

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი. ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: contest@idfi.ge  იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა) და საცხოვრებელი ადგილი (რაიონი, სოფელი, ა.შ.).  გრაფიტის ესკიზის გამოგზავნის შემთხვევაში, იმეილის ტექსტში უნდა მიუთითოთ კედელზე გადატანისას მისი ზუსტი ზომები. გამოგზავნისას, იმეილის სათაურში (შუბჯეცტ ველი) მიუთითეთ საკონკურსო ფოტო,  საკონკურსო გრაფიტი ან პოსტერი.

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნამუშევრები? 

- თემასთან - „მდგრადი განვითარების მიზანი და საქართველო“ - და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა;
- საკითხის ინოვაციური გამოხატვა ფოტოს, პოსტერი ან გრაფიტის (გრაფიტის ესკიზი) სახით;
- ნამუშევრის შესრულების ხარისხი;
- ნამუშევრის კომპოზიციური განაწილება;
- ფერების კომბინაცია და შეხამება.

პრიზები

- გამარჯვებულ ესეებს შეარჩევს გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) და IDFI-ის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჟიური.
- თითოეულ ნომინაციაში (ფოტო, პოსტერი, გრაფიტი) გამოვლინდება 1 გამარჯვებული და მათ/თითოს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
- გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე.
- ჟიურის მიერ შერჩეული 20 ვიზუალიზაცია (10 ფოტო და 10 პოსტერი) ავტორის სახელი და გვარის მითითებით განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. გამარჯვებული გრაფიტის (ესკიზი) შემთხვევაში, პროექტი უზრუნველყოფს საჭირო კედლის მოძიებას/ნებართვას რათა ავტორმა შეძლოს გრაფიტის ესკიზის გადატანა კედელზე.
- ნამუშევრები ასევე გამოიფინება თბილისში გამართულ მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. 

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ვებგვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test