შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

20.05

2017

განცხადებები / კონკურსები

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს კონკურსს მულტიმედიური პაკეტის “Neighbours” („სამეზობლო“) დამამზადებლების შესარჩევად

ინტერნიუსი-საქართველო აცხადებს  კონკურსს მულტიმედიური პაკეტის “Neighbours” („სამეზობლო“) დამამზადებლების შესარჩევად პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში

ახალი პროექტის მიზანია გააუმჯობესოს სასარგებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მოქალაქეებისთვის ადგილობრივი მედიის შესაძლებლობების გაუმჯობესებით, ჟურნალისტიკაში ინოვაციების დანერგვით, ახალგაზრდებს შორის დიალოგის წახალისებით, ინტერნეტის სწავლების ორგანიზებით ხანდაზმულთათვის და სამი ქვეყნის ჟურნალისტების თანამშრომლობის სტიმულირებით.

პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტიკის ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის ონლაინ მედიაში.

პროექტის ერთ-ერთი რეგიონალური კომპონენტია ექვსი მულტიმედიური პაკეტის წარმოება სახელწოდებით “Neighbours” („სამეზობლო“), რომელიც გავრცელდება პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციების მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში. გარდა ამისა, ექვსი პაკეტი გამოქვეყნდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე.

მულტიმედია პაკეტებს სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ჟურნალისტები დაამზადებენ. თითოეულ მულტიმედიურ პაკეტში შევა ვიდეო, აუდიო, ფოტო, ტექსტური მასალები, ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რუკები, თამაშები, გამოკითხვები.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შესრულებული განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტით მისამართზე:  shorena@internews.ge  ან მოტანილი იქნეს “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში 2017 წლის 20 მაისის 18:00 საათამდე.

“ინტერნიუსი-საქართველო” პაოლო იაშვილის ქ. 14, თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge , მობ. ტელეფონი: 598 404 401.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test