შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.04

2017

ტრენინგები

ვორკშოპი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და მონაწილეთა კონკურსი

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი  და  შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო  საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ “RE:Baltika” -სთან ერთად ატარებენ ერთდღიან სასწავლო სემინარს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში  თემაზე  “პროპაგანდის გამოვლენა”.

სემინარი ტარდება  ბაკალავრიატის და სამაგისტრო პროგრამების ჟურნალისტიკის სტუდენტებისათვის. ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცოდნასა და უნარებს, შეძლონ ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის გამოვლენა და ზუსტი ფაქტის დადგენა.

სემინარს ჩაატარებენ ბალტიისპირელი და ქართველი საგამოძიებო ჟურნალისტიკის სპეციალისტები. სემინარი ჩატარდება ფრონტლიან კლუბში, 28 აპრილს.   

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები გუნდურად, 6-8 კვირის განმავლობაში  პროპაგანდასთან დაკავშირებულ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან  და წინააღმდეგობრივ საკითხებზე იმუშავებენ. ამ პერიოდში მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები  წარდგენილი იქნება კონკურსში. ნამუშევრებს  ჟიური შეაფასებს.   საუკეთესო ნამუშევრების ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.  

ჟიური შეფასების კრიტერიუმებია: საკითხის მნიშვნელობა, კვლევის ხარისხი და სირთულე; ორიგინალურობა; გაწეული ძალისხმევა, ამბის თხრობის სტილი (უნდა იყოს საზოგადოებისათვის გასაგები და მარტივი).

კონკურსის საპრიზო ფონდი:
I ადგილისათვის შეადგენს 500 ევროს;
II ადგილისათვის - 300 ევროს;
III ადგილისათვის - 200 ევროს.

საკონტაქტო ინფორმაცია: tsomaiat@gmail.com; annabramishvili@gmail.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test