შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

03.06

2017

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგ კურსი - ფაქტების გადამოწმება და მონაცემთა ჟურნალისტიკა

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)" ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და ფაქტების გადამოწმებით (Fact-Checking) დაინტერესებულ სტუდენტებს გთავაზობთ ტრენინგ კურსს - "ფაქტების გადამოწმება და მონაცემთა ჟურნალისტიკა".

ტრენინგ კურსი ხორციელდება სლოვაკური ორგანიზაცია Pontis Foundation-ისა და UNDP-ის მხარდაჭერით.

კურსის შესახებ:

ტრენინგ კურსის მიზანია გადაამზადოს ახალგაზრდები, ჟურნალისტიკისა და სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტები, Fact-Checking-ის, ღია მონაცემების მოძიების და მათი ვიზუალიზაციის, ასევე ყალბი ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტების შესახებ. ტრენინგ კურსის განმავლობაში მონაწილეები შეიძენენ ღია მონაცემების, სტატისტიკის, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევებს.

ტრენინგ კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ღია მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით ეკონომიკური საკითხებზე მუშაობა:

** ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა
** ინფლაცია და ვალუტის კურსი
** საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები
** სახელმწიფო ბიუჯეტი
** სახელმწიფო ვალი

ღია მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით სოციალური და ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა:

** ბიუჯეტის სოციალური ხარჯები
** სახელმწიფოს სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკა, დასაქმება, უმუშევრობა (კრიტერიუმები, სტატისტიკა)
** სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები, საბიუჯეტო ხარჯები
** ინფლაცია ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის დანახარჯები ჯანდაცვაზე
** ჯანდაცვის კერძო სადაზღვევო ბაზარი
** დაავადებათა სტატისტიკა

ფაქტების გადამოწმების (Fact-Checking) საფუძვლები:

** ფაქტების გადამოწმების მნიშვნელობა
** ფაქტების გადამოწმების (Fact-Checking) პროცესი
** ფაქტების გადამოწმების დროს დაშვებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების გზები

ყალბი ინფორმაციის (Fake News) გადამოწმება:

** ყალბი ამბების გადამოწმების მნიშვნელობა
** ყალბი ამბები საქართველოში და რუსული პროპაგანდა
** როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებსაიტები
** ფოტო/ვიდეო მანიპულაციის გადამოწმება

მონაცემთა ვიზუალიზაცია და მათი სოციალური ქსელით გავრცელება:

** ინფორმაციის ვიზუალიზაციის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში;
** ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმები;
** მარტივი და ეფექტური ვიზუალიზაციის შექმნა - Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Gif;
** ინტერნეტ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ინტერნეტ მარკეტინგი და სოციალური მედიის ძირითადი პრინციპები;
** სოციალური ქსელების ინსტრუმენტები და მართვა - Facebook, Twitter, Instagram.
** რეკლამის განთავსების სტრატეგიები სოციალურ ქსელებში;
** ინფორმაციის სანდოობა და მედიის ეთიკის პრინციპები
** სანდო წყაროების მოძიება;
** სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
** ჟურნალისტური ეთიკის მთავარი პრინციპები;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია;
** მედიის თავისუფლება.

ტრენინგის დროს მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესახებ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოს.

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის საერთო მოცულობაა 24 საათი, სულ 8 ლექცია, თითოეულის ხანგრძლივობაა 3 საათი.
ტრენინგის ჩატარების დრო შაბათი-კვირა, 11:00-14:00.
ტრენინგ კურსის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, მათგან საუკეთესო 3 მონაწილეს კი საშუალება ექნება სტატიები მოამზადოს ვებგვერდ FactCheck.ge-სთვის.

აპლიკაციების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ჟურნალისტიკის, ეკონომიკის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, თუმცა სხვა სპეციალობის დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ გახდნენ ტრენინგის მონაწილეები. აპლიკანტებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი 4 ივნისამდე შემდეგ მისამართზე mariamtsitsikashvili@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიამ წიწიკაშვილი 
ტელეფონი: +(995) 555 38 37 12 
E-mail: mariamtsitsikashvili@gmail.com 
ტელ.: +(995 32) 2 30 90 25, +(995 32) 2 22 29 13 
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS" 
მისამართი: თბილისი, 0194, მიცკევიჩის ქ. #27 
E-Mail: grass@grassgroup.org 

ელ-ფოსტის ველში მიუთითეთ: ტრეინინგი-თქვენი სახელი და გვარი.

შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 8 ივნისისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test