შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

29.06

2017

განცხადებები / კონკურსები

GRMA აცხადებს კონკურსს: „შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა!! - ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებში“

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" (GRMA) პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს  ქართული ადგილობრივი მედიების წარმომადგენლებს: გაზეთებს, პორტალებსა და რადიომაუწყებლებს.  პროექტის მიზანია ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიების მხარდაჭერა პოლონური გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.  პოლონელი ექსპერტები და ტრენერები წარადგენენ პოლონელი ჟურნალისტების მუშაობის გამოცდილებას საარჩევნო კამპანიის დროს და მის დასრულების მერე.  პროექტში მონაწილეობას მიიღებს 12 მედიის წარმომადგენელი, რომელიც წარმატებით გაივლის რეკრუტირებას.

რეკრუტირების წესები

პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ  რედაქციებმა ორგანიზატორებს უნდა მიაწოდონ, გასული საპარლამენტო არჩევნების დროს მომზადებული, ან ამ ეტაპზე უკვე მომზადებული და გამოქვეყნებული ტექსტი/რადიოგადაცემა რომელიმე ადგილობრივი კანდიდატის  2014 წლის ადგილობრივი არჩევნების  დროს მოცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების გადამოწმების თემაზე.

გამოქვეყნებული მასალები  გაგზავნეთ ელ. ფოსტაზე grmageorgia1@gmail.com, 2017 წლის 29 ივნისამდე.

ელ. ფოსტის თემაში  ჩაწერეთ:

- რედაქციის სახელი;
- ავტორის/ავტორები  გვარი/ გვარები;
- გამოქვეყნების თარიღი;
- გაზეთების და პორტალების შემთხვევაში  გაგზავნეთ დასკანირებული გვერდი გამოქვეყნებული მასალით.

საკონკურსო მასალებს შეაფასებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: აგნიეშკა ნოვინსკა და იაროსლავ ბაბიცკი (ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი); ია ბობოხიძე და კონსტანტინე სტალინსკი (GRMA).

შეფასების დროს კომისია ყურადღებას მიაქცევს:

- გამოქვეყნებული მასალის ადგილობრივი ხასიათს;
-განხილულ თემას,  რამდენად წარმოადგენს მთლიანი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემას;
- რამდენად იყო  ობიექტური ჟურნალისტი მომზადებულ მასალაში;
- საინტერესო ფორმა / პუბლიკაციის დიზაინი.

მიღებულ მასალებიდან   კომისია შეარჩევს   12 მედია საშუალებას, რომელთა ავტორებს მოიწვევს პროექტში მონაწილეობისათვის. შერჩეულ კანდიდატთა სია გამოქვეყნებული იქნება GRMA-ს  ვებგვერდზე, 2017 ივლისის 15 ივლისამდე.  

პროექტიშენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა. ადგილობრივი მედიები ადგილობრივ არჩევნებშიდაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული ფონდის პროგრამა RITA- ფარგლებში. პროგრამასცვლილებები რეგიონშიახორციელებს ფონდი "განათლება დემოკრატიისათვის".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test