შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

26.06

2017

განცხადებები / ტრენინგები

„ინტერნიუსი - საქართველო“ იწვევს ჟურნალისტებს შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად

შეხვედრის თემაა: ევროკავშირის კლიმატური დიპლომატიის კვირა, კლიმატის ცვილებების შესახებ პარიზის კონფერენციის შეთანხმება, რომელსაც 2017 წლის ივნისიდან საქართველო ოფიციალურად შეუერთდა, როგორ ასრულებს საქართველო აღებულ ვალდებულებებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის წევრები, ელჩი იანოშ ჰერმანი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 28 ივნისს თბილისში „საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ (შ. დადიანის 2/1). ხანგრძლივობა: 3 საათი.

შეხვედრა იმართება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე:eka@internews.ge.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 26 ივნისი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test