შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.08

2017

ტრენინგები

25 აგვისტოს იწურება განაცხადების წარდგენის ვადა „ინტერნიუსის“ მიერ ორგანიზებულ მედიაბანაკში მონაწილეობის მსურველებისთვის

“ინტერნიუსი-საქართველო” დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს (14-19 წლის) მედიაბანაკში ეპატიჟება, რომელიც 4-9 სექტემბერს, აჭარის ზღვისპირა კურორტ ჩაქვში, დასასვენებელ კომპლექს “ოაზისში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მედიის და ჟურნალისტიკის პრინციპებს და დაეუფლებიან მულტიმედიური მედიაწარმოების ძირითად უნარებს, ასევე სოციალურ ქსელებში ეფექტური კომუნიკაციის უნარებს. მონაწილეებთან გამოცდილი ჟურნალისტები და პროდიუსერები იმუშავებენ.

მსურველებმა უნდა მოგვაწოდონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და მოკლე სამოტივაციო წერილი , ასევე, მედიანამუშევრების (მხატვრული ან დოკუმენტური ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტი) ნიმუშები.

ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც “ინტერნიუსი-საქართველო” საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.  “ინტერნიუსი - საქართველო” არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებით და საზოგადოებისთვის სასარგებლო, ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით. “ინტერნიუსი-საქართველო” მედიაბანაკებს მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებისთვის 1995 წლიდან ატარებს.

შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, სამოტივაციო წერილთან ერთად გაუგზავნეთ ბანაკის ორგანიზატორს, შორენა ქოჩიაშვილს (shorena@internews.ge   ტელ: 598 404 401) 2017 წლის 25 აგვისტოს 18:00 საათამდე. თუ დაგიმზადებიათ მედიანამუშევრები, დაურთეთ სარეგისტრაციო ფორმას. 

სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვრთოთ media.ge-ს მისამართიდან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test