შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

07.09

2017

ტრენინგები

მედიის განვითარების ფონდი იწვევს ახალგაზრდებს მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად

მედიის განვითარების ფონდი (MDF), „დოიჩე ველე აკადემიის" DWA), მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს "მითების დეტექტორის ლაბორატორიის” მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არაჟურნალისტებისთვის, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში აპლიკაციაშეუძლია გამოაგზავნონ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმაც.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

 მედიაწიგნიერება:
-როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკულიშეფასება, მედია საკუთრება და გამჭვირვალობა და სხვა;
 -ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო, ტროლებისამოცნობა;
-მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
-მონაცემთა ვიზუალიზაცია.

 სასწავლო კურსი 3 თვის განმავლობაში შაბათობით ჩატარდება. შერჩეული აპლიკანტები ასევე გაივლიან სტაჟირებას "მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, სადაც კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნებული მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ს სერტიფიკატები, ხოლო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მონაწილე DWA-ს ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება.

მოთხოვნა:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგმოთხოვნებს:

 -უნდა იყოს 18-25 წლამდე ახალგაზრდა;
 -უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ  წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;

 2 კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfPTWI64SCnZ2Bn46hCAVn3ra5dcDKtSOJSTaAVVSRjN67VNw/viewform

ასევე გაგზავნეთ

სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ -მიღებულ გამოცდილებას;
-დეტალური რეზიუმე (CV).

დამატებითი მასალები უნდა გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge

დოკუმენტის გაგზავნისას, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითეთ: მითების დეტექტორის ლაბორატორია.

შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა: 2017 წლის 7 სექტემბერი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე,
ტელ: 2 11 20 26.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test