შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

14.11

2017

ტრენინგები

“გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში” – გიორგი ჩიტიძის საჯარო ლექცია

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის "კონსტიტუციური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით, ცენტრის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია, თემაზე:

 “გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტი ქართულ კანონმდებლობაში”.

მომხსენებელი იქნება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ იურისტი – გიორგი ჩიტიძე.

ლექცია მიზნად ისახავს იმ პრობლემური საკითხების გამოკვლევას, რომლებიც უკავშირდება სისხლის სამართლის პროცესში გაუმჟღავნებლობის ინსტიტუტის არსებობას და მისი დარღვევის შემთხვევაში,

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. არსებული კანონი, მომხსენებლის აზრით, აზრს უკარგავს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას სისხლის სამართლის პროცესში ისევე,

როგორც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მისი ადვოკატისა და პროცესის სხვა მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. გაუმჟღავნებლობის მარეგულირებელი ნორმები გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, „ციანიდის საქმის“ მასალებზე დაყრდნობით, რის შესახებაც დაწვრილებით ისაუბრებს სტუმარი.

დრო:  14 ნოემბერი, სამშაბათი, 18:00 საათი;

ადგილმდებარეობა:  A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

დასწრება თავისუფალია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test