შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.11

2017

განცხადებები / კონკურსები

ფოტოკონკურსი “(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“

 საქართველოს სახალხო დამცველი, ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით, აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“. ფოტოების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ იდეებს:

1. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეა;
2. საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპები;
3. საზოგადოებაში არსებული გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემა;
4. ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
5. უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა;
6. ყველა რელიგიის და ეთნოსის წარმომადგენელთა თანასწორობის იდეა;
7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები;
8. ან სხვა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში (ნინო რამიშვილის ქ. #6, თბილისი) ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ombudsman.konkursi@gmail.com  უნდა წარადგინონ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება მონაწილის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ასლი, საკონკურსი ფოტო და მისი მოკლე აღწერილობა.

შენიშვნა: არასრული განაცხადი არ განიხილება!

კონკურსის მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე გამოაგზავნონ არაუმეტეს ორი საკონკურსო ფოტო (კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც).

ფოტო უნდა იყოს:

1) ფერადი ან შავ-თეთრი
2) JPG ფორმატის
3) მოცულობა არა უმეტეს 5MB (მეგაბაიტი)
4) ფოტოს მინიმალური ზომა 1920pxX1280px.
5) საკონკურსი ნამუშევარი არ უნდა იყოს სხვა ფოტოკონკურსის პრიზიორი/გამარჯვებული

I შენიშვნა: პლაგიატის, მონტაჟის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, კონკურსანტი მოხსნას კონკურსიდან; დასაშვებია ფოტოების მსუბუქი კორექტირება!

II შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს.

სახალხო დამცველის აპარატი იტოვებს უფლებას, ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე

გამოიყენოს კონკურსში მონაწილე ფოტოები საკუთარ ელექტრონულ და ნაბეჭდ პუბლიკაციებში, ავტორის მითითებით.

ჟიურის მიერ შერჩეული 20 საუკეთესო ფოტო გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ღონისძიებაზე. საუკეთესო ნამუშევრებიდან ჟიურის მიერ შეირჩევა I, II და III ადგილის მფლობელი ნამუშევრები, რომელთა ავტორებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით:

I ადგილი - Asus ფირმის ლეპტოპი „VivoBook 15 X542UQ“

II ადგილი - iPad 9.7 inch 32GB WiFi Gray

III ადგილი - iPad 9.7 inch 32GB WiFi Gray

გამარჯვებულებს 2017 წლის 4 დეკემბერს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ფოტოგრაფებისგან და დისკრიმინაციის თემაზე მომუშავე საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით ორგანიზებული ფოტოკონკურსის „(უ)თანასწორობა ჩვენს გარშემო“ მიზანია თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე დისკუსიის ინიცირება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test