შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

26.11

2017

ტრენინგები

ტრენინგი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია, მოგიწვიოთ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით.

ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, სახელწოდებით - "რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში". პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.

ვის ვეძებთ:
** ხართ ჟურნალისტი ან რედაქტორი, რომელიც მუშაობს თბილისს გარეთ დასავლეთ საქართველოში*?
** ოდესმე გაგიშუქებიათ, ან გეგმავთ, გააშუქოთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები?
** დაინტერესებული ხართ, ნატოსა და ევროკავშირზე მეტი ინფორმაციის მიღებით?
** გაქვთ ორი თავისუფალი დღე 9-10 დეკემბერს?

მსგავსი ტრენინგი უკვე ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვისა და რედაქტორებისთვის.

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

** გაიღრმავებთ ცოდნას სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) და მომავალი შესაძლებლობები საქართველოსთვის;
** დაამყარებთ პირად კონტაქტებს ქართველ ექსპერტებთან და ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში;
** შესაძლებლობა გექნებათ, სასწავლო ვიზიტით გაემგზავროთ ბრიუსელში (ჟურნალისტებისთვის) ან მიიღოთ მცირე დაფინანსება (რედაქტორებისთვის).

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნება ჩაერთონ კონკურსში, რომლის მიზანია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. საუკეთესო ანალიტიკური მასალის ავტორები მოხვდებიან იმ სამ გამარჯვებულ ჟურნალისტს შორის, რომლებიც დაჯილდოვდებიან და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში.

რედაქტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.

ტრენინგი ჩატარდება ბათუმში და სამუშაო ენა იქნება ქართული. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 ჟურნალისტი და რედაქტორი. ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელის ხარჯებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენი CV გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kakhishvili@gip.ge  არაუგვიანეს 26 ნოემბრისა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test