შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

12.12

2017

ტრენინგები

ტრენინგი „ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში“

ტრენინგი "ინფორმაციული უსაფრთხოება მედიაში" ა/ო "ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის" (IDIT) ამავე სახელწოდების პროექტის საპილოტე ვერსიის ნაწილია. პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებში ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებისა და კულტურის დამკვიდრება და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალიზება.

ტრენინგის მიზანია საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათთან გამკლავების პრაქტიკული საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. პროექტი ხორციელდება „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

ტრენინგი ჩატარდება სამშაბათს, 12 დეკემბერს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შენობაში. მის: ჭოველიძის ქ. 10, თბილისი.

იხილეთ აპლიკაციის ფორმა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test