შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.01

2018

ტრენინგები

„ბორჯომის ევროპული კაფე“

„ინტერნიუსი-საქართველო“ იწვევს ბორჯომის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ღონისძიებაზე „ბორჯომის ევროპული კაფე“, რომელიც 30 იანვარს, 15 საათზე ბორჯომში გაიმართება. შეხვედრის ადგილია ბორჯომი, ფიროსმანის #5, სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი.

"ბორჯომის ევროპული კაფე" ითვალისწინებს ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის ლექცია-ტრენინგს თემაზე - "გარემოს დაცვა და ადამიანის ზეგავლენა გარემოზე".

ღონისძიება ტარდება პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებს ამერიკულ ინტერნიუსთან ერთად აშშ მთავრობის დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და განავითაროს დამოუკიდებელი მედია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა მიმართოს ინტერნიუსი-საქართველოს 2018 წლის 27 იანვრის 18:00 საათამდე. სარეგისტრაციო მოთხოვნის გაგზავნა შეიძლება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: shorena@internews.ge. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეიძლება ასევე პროექტის კოორდინატორთან - შორენა ქოჩიაშვილთან ტელეფონით დაკავშირება (მობ: 598 404401)

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test