განცხადებები
დედლაინი
01.04
2018
ვაკანსიები
ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
http://reginfo.ge/ დაhttps://mtisambebi.ge/ , რომელიც ერთი მენეჯმენტის ქვეშ არის გაერთიანებული, აცხადებს ვაკანსიას თბილისის ან კახეთის ოფისში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. 💲ანაზღაურება 1500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), სრული სამუშაო განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
► სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
► ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით; ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
► ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
► სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
მოთხოვნები:
► ინგლისური ენის ცოდნა;
► სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;
► გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;
► გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
► მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
► გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა ► რაც შეიძლება მალე◄ უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
სიახლე
-
19.04.2018 19:10
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებასთან დაკავშირებით
-
19.04.2018 18:39
საია: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი „ნტვ-პლუსი“-სთვის ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა
-
02.04.2018 15:48
სახალხო დამცველი მხარს უჭერს აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას
-
02.04.2018 15:29
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა