შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

25.05

2018

კონკურსები

ცხადდება შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე ტელეფონით გადაღებული ორწუთიანი ფილმების კონკურსი

სოციალური ცვლილებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ აცხადებს ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი (მაქსიმუმ 2 წუთი) ფილმების კონკურსს ახალგაზრდებისათვის. კონკურსი გაიმართება 2018 წლის 30 აპრილიდან 2018 წლის 2 ივნისამდე.

ნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 25 მაისი.

კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეასრულონ რეპორტიორის როლი და მოგვითხრონ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის საჭიროების  შესახებ, გაავრცელონ ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test