შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

08.06

2018

განცხადებები / ტრენინგები

IWPR ატარებს ორდღიან ტრენინგს რეგიონულ ჟურნალისტებისთვის


ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა რეგიონულ ჟურნალისტებს ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ტრენინგი 13-14 ივნისს ჩატარდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, თბილისში.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის საქართველოს ოფისი (IWPR) უკვე მესამე წელია, რაც ამ მოკლევადიან სასწავლო კურსს მასპინძლობს.

პროექტი ხორციელდება ლიეტუვის დასავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან (EESC) პარტნიორობითა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგის თემებია:

ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები.
წყაროებთან მუშაობა/ინტერვიურების ტექნიკა.
რუსული პროპაგანდა და ახალი ამბებით მანიპულირება – ლიეტუვური გამოცდილების გაზიარება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მონაწილეობის წესები.

სესიებს გაუძღვებიან:

ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის რეგიონული დირექტორი;
რიტას სტასელისი, ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ლიეტუვიდან;
ვიტაუტას კერშანსკასი, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო ცენტრის (EESC) პოლიტიკური ანალიტიკოსი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ჟურნალისტების პროფესიული უნარებისა და რეგიონული კავშრების გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვეთში.

პროექტი ორ ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე, თბილისში გაიმართება ორდღიანი ტრენინგი წინასწარ შერჩეული 15 რეგიონული ჟურნალისტისთვის. ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ თემატურ სავარჯიშოებზე და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ პრესკონფერენციაში.

პროექტის მეორე ეტაპზე, ტრენინგის მიმდინარეობისას შერჩეული ერთი მონაწილე ლიეტუვაში სტაჟირებაზე გაემგზავრება (შერჩევის კრიტერიუმებს EESC-ის წარმომადგენელი მონაწილეებს ტრენინგის მსვლელობისას გააცნობს).

მოთხოვნები:

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18–დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პრაქტიკოს ჟურნალისტებსა და სტუდენტებს მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან;
უნდა იყოს პროაქტიური და კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობების მქონე;შეეძლოს კოსტრუქციულ დებატებში მონაწილეობა და იყოს გახსნილი დიალოგისთვის;
უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს.

წარსადგენი საბუთები:

სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში მიუთითეთ თუ რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა და რა შედეგის მიღებას ელოდებით (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

განცხადებები მიიღება მისამართზე caucasusprogramme@iwpr.net 

განცხადებების  მიღების ბოლო ვადაა: 8 ივნისი, 18:00 საათი.

პროექტის ორივე ეტაპზე ჟურნალისტების მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს უზრუნველყოფს IWPR და EESC.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test