შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

13.07

2018

განცხადებები / ანონსი

„ინტერნიუსი - საქართველო“ გიწვევთ მედიაპარტნიორების შესარჩევი კონკურსის პირობების გასაცნობად

ინტერნიუსი - საქართველო“ იწვევს  დაინტერესებულ მხარეებს მედიაპარტნიორების შესარჩევი კონკურსის  პირობების გასაცნობად.

 შეხვედრა გაიმართება  2018 წლის 13 ივლისს, 12 საათზე, მისამართზე:  ანდრია აფაქიძის 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული.

კონკურსი იმართება პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი” (AI/AU) ფარგლებში, რომლის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, გაძლიერდეს მედიასაშუალებების მდგრადობა და მედიასა და აუდიტორიას შორის კავშირი. ამ მიზნით პროექტი განახორციელებს აქტივობებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მედიაორგანიზაციებს უკეთ შეისწავლონ აუდიტორიის საჭიროებები, მოამზადონ ჟურნალისტური კონტენტი აუდიტორიის საჭიროებებზე ორიენტაციით და გაზარდონ ფინანსური მდგრადობა.

პირველ წელს (2018 წლის მაისი-დეკემბერი) “ინტერნიუსი-საქართველო” საკონკურსო წესით შეარჩევს ოთხ მედიაპარტნიორს (ერთ ცენტრალურ და სამ ადგილობრივ მედიაორგანიზაციას). პროექტის პარტნიორი მედიაორგანიზაციებს ადგილზე ჩაუტარდებათ  კონსულტაციები და ტრენინგები აუდიტორიის გაზომვისა და ანალიზის, ასევე მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარების მიზნით.  კონსულტაციებს ჩაატარებენ მაღალკვალიფიცირებული ადგილობრივი ტრენერები და ვებ ექსპერტები.

დამატებით, სექტემბერში, ინტერნიუსი - საქართველო გამოაცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რათა პარტნიორმა მედიაორგანიზაციებმა გაზარდონ ნიშურ აუდიტორიებზე (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებზე) წვდომა და განახორციელონ აუდიტორიასთან ინტერაქციის, ჟურნალისტური მასალების მომზადების და ფინანსური მონეტიზაციის ინოვაციური პროექტები. მცირე გრანტის ოდენობაა 4,546 ბრიტანული ფუნტი (გაიცემა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი კურსით). ამ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროექტის პარტნიორ მედიაორგანიზაციებს ასევე სხვა დაინტერესებულ მედიასაშუალებებს.

საკონტაქტო პირი: შორენა ქოჩიაშვილი, პროექტის კოორდინატორი, ელ. ფოსტა: shorena@internews.ge, მობ. ტელეფონი: 598 404 401.

ინტერნიუსი - საქართველოს პროექტი “ინფორმაციაზე წვდომის და აუდიტორიის ანალიზი” განხორციელდება ინტერნიუსთან ერთად (Audience Understanding and Digital Support Project) და შვედეთის დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test