განცხადებები
დედლაინი
21.11
2018
განცხადებები / ანონსი
საინფორმაციო შეხვედრა “ინტერნიუსი-საქართველოში”
ოთხშაბათს, 21 ნოემბერს, 2 საათზე, „ინტერნიუსი - საქართველო“ გამართავს ახალი პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში” პრეზენტაციას და საინფორმაციო შეხვედრას საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით. კონკურსების მიზანია ცენტრალური და ადგილობრივი მედია ორგანიზაციების შერჩევა, რომლებიც მიიღებენ მიკრო-გრანტებს და სარედაქციო მხარდაჭერას მულტიმედიური ვებმასალების მოსამზადებლად და გასავრცელებლად.
პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ მიზანია ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების მიერ ხარისხიანი ვებკონტენტის წარმოების და რეგიონის მასშტაბით ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა.
შეხვედრა გაიმართება „ინტერნიუსი - საქართველო“-ს ოფისში, ანდრია აფაქიძის ქ. 11; ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს ირინა სამხარაძეს (ტელ. 599 55 34 98; irina@internews.ge ) და შორენა ქოჩიაშვილს (ტელ: 598 404401, shorena@internews.ge ).
სიახლე
-
29.10.2020 19:39
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშები
-
24.09.2020 21:43
2020 წლის საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები
-
27.08.2020 18:37
კონკურსში გამარჯვებული 10 მედიაკომპანია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ
-
19.08.2020 18:50
საპარლამენტო არჩევნების წინ ექვსი მედიაკომპანია მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებს