განცხადებები
დედლაინი
17.12
2018
კონკურსები
კონკურსი 10 ადგილობრივი მედიაპარტნიორის შესარჩევად
ინტერნიუსი – საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით იწყებს ახალ რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის მიზანია მედიის მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და კავკასიის ქვეყნებში. პროექტის შედეგად გაიზრდება მოქალაქეთა ინფორმირებულობა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით და გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია. პროექტის ყველა აქტივობა ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლიანი ჟურნალისტური ღირებულებების დამკვიდრებას, ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.
პროექტის საკოორდინაციო საბჭო 10 ადგილობრივ პარტნიორ მედიაორგანიზაციას შეარჩევს საკონკურსო წესით. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებები, რადიო და ტელევიზია. ადგილობრივ პარტნიორებს უნდა გააჩნდეთ ვებპორტალი და მასალების ონლაინ, მათ შორის სოციალური არხებით გავრცელების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფპორმაცია იხილეთ INTERNEWS.GE-ს ვებგვერდზე
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს