შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

08.03

2019

განცხადებები / ტრენინგები

ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის

ინტერნიუსი (Internews) Internews) მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ადამიანის უფლებებისორგანიზაციების მენეჯერებსა და თანამშრომლებს გიწვევთ ციფრული უსაფრთხოების 2- დღიან ტრენინგზე, 16-17 მარტს თბილისში.

ტრენინგი შეეხება ციფრული უსაფრთხოების ტენდენციებსა და ამ მიმართულებით ლოკალური მედიის, ადამიანის უფლებების სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინაშე მდგარ საკითხებს. ტრენინგის მონაწილეები ისწავლიან როგორ უნდა მოახდინონ ციფრული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია და მართვა, დაიცვან ორგანიზაციის ინფორმაცია და მართონ ორგანიზაციის ინფორმაციული ტექნოლოგიები. გამოცდილი ტრენერები მონაწილეებს აუხსნიან როგორ დაიცვან ელ. ფოსტისა და სოციალური ქსელების ექაუნთები, მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს ლეპტოპებსა და სმარტფონებზე მონაცემების დაცვასა და უსაფრთხო კომუნიკაციაზე (მესენეჯერები, სატელეფონო ზარები, SMS).

ტრენერები: ციფრული უსაფრთხოების პროფესიონალები მიხეილ ბასილაია და დავით აღნიაშვილი კომპანია კიბერჰაუსიდან (cyberhouse.ge), თბილისი, საქართველო; მიკოლა კოსტინიანი და ნატალია ონიშჩენკო, ინტერნიუსი, ციფრული უსაფრთხოების კონსულტანტები, კიევი, უკრაინა

ვორკშოპში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა 2019 წლის 5 მარტამდე:
https://docs.google.com/forms/d/
e/1FAIpQLSeK6njd05AGuFm8aFQFoQOp7nfM3oAQ94AI_gldddWcdVHfiA/viewform

მონაწილეთა შერჩევა მოხდება მათი მოტივაციისა და ინტერესის მიხედვით რომელსაც , სააპლიკაციო ფორმაში განმარტავენ ტრენინგი განსაკუთრებით სასარგებლოა მენეჯერებისთვის რომელთც , მედიაორგანიზაციის უსაფრთხოების საკითხებში მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ ინტერნიუსი დარეგისტრირებულ მონაწილეებს მიაწვდის დეტალურ განრიგსა და ტრენინგის ჩატარების ადგილს 2019 წლის 8 მარტს.

ინტერნიუსი უზრუნველყოფს მგზავრობის, განთავსების, საკვებისა და მგზავრობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს თბილისის გარეთ მცხოვრები მონაწილეებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაეკონტაქტოთ მიკოლა კოსტინიანს (Mykola Kostynyan) mkostynyan@internews.eu  ან ოლესია მიგალს (Olesia Mygal) omygal@internews.org

skype: oleccia

ვორკშოპი ტარდება ინტერნიუსის Audience Understanding and Digital Support Project (AUDS) პროექტის ფარგლებში შვედეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test