განცხადებები
დედლაინი
10.04
2019
ანონსი
საინფორმაციო შეხვედრა „ინტერნიუსი-საქართველოში“
„ინტერნიუსი - საქართველო“ მედიაორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების „სამეზობლო“ (Neighbours”) დამამზადებლების შესარჩევი კონკურსის პირობების გასაცნობად. შეგახსენებთ, საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მედიაორგანიზაციები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები მიიღებენ 7000 აშშ დოლარამდე გრანტს პროექტში მონაწილე 12 ქვეყანაში არსებული ვითარების და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი თემების გასაშუქებლად.
შეხვედრა გაიმართება 10 აპრილს, 14:00 საათზე, „ინტერნიუსი - საქართველო“-ს ოფისში, ანდრია აფაქიძის ქ. 11; ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს ირინა სამხარაძეს (ტელ. 599 55 34 98; irina@internews.ge) და შორენა ქოჩიაშვილს (ტელ: 598 404401, shorena@internews.ge).
პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ მიზანია ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების მიერ ხარისხიანი ვებკონტენტის წარმოების და რეგიონის მასშტაბით ერთობლივი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა.
სიახლე
-
29.10.2020 19:39
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშები
-
24.09.2020 21:43
2020 წლის საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები
-
27.08.2020 18:37
კონკურსში გამარჯვებული 10 მედიაკომპანია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ
-
19.08.2020 18:50
საპარლამენტო არჩევნების წინ ექვსი მედიაკომპანია მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებს