შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

27.06

2019

განცხადებები / ტრენინგები

ტრენინგი დამწყები, აქტიური ჟურნალისტებისათვის „მედია უსაფრთხოების საკითხებზე“

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად“ აცხადებს განაცხადების მიღებას მედია-უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგში მონაწილეობისათვის. ტრენინგი განკუთვნილია თბილისში მომუშავე მედიასაშუალებების დამწყები და აქტიური ჟურნალისტებისთვის. ტრენინგზე მონაწილეები შეისწავლიან მეთოდებს მათი პირადი უსაფრთხოების და მოპოვებული ინფორმაციის დაცულობის უზრუნველყოფაზე, ასევე ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენებაზე და განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს.

ტრენინგი მიმდინარე წლის წლის 5,6 და 7 ივლისს სასტუმრო ვეძისში ჩატარდება.

ტრენინგს ჩაატარებენ უცხოელი, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დატრენინგებული ქართველი გამოცდილი ჟურნალისტები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 11:00 სთ-დან 17:00 სთ.-მდე.

ტრენინგზე მონაწილეობა უფასოა. ტრენინგის მონაწილეები დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით და კოფე-ბრეიკით.

ტრენინგგავლილი ჟურნალისტები მიიღებენ სპეციალურ სერთიფიკატს.

მოკლე ინფორმაცია პროექტზე  და მისი განმხორციელებელი ორგანიზაციების შესახებ:

 “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია~ 2000 წლიდან არის `ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის~ წევრი ორგანიზაცია. www.ifj.org)

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასოციაციას დაგეგმილი აქვს სხვა მედია-ტრენინგები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებშიც.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  eugene@iagj.org.ge და შესაბამის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მედია-უსაფრთხოების ტრენინგი“.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 27 ივნისი.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test