შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.11

2019

განცხადებები / კონკურსები

პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაზრდისთვის

1 ნოემბერს იწურება კონკურსის ვადა პროგრამაში -„საზოგადოებრივი ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება ცვალებად სამოქალაქო სივრცეში“ (Increasing Civil Society Organization (CSO) Resiliency in Changing Civic Spaces) -მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციებისთვის. პროგრამა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და ნაწილია USAID– ის მიერ დაფინანსებული ფართო ინიციატივისა „სამოქალაქო სივრცეების ხელშეწყობა და დაცვა“ (Enabling and Protecting Civic Spaces/ EPCS). კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ კომპონენტში მონაწილოებაზე-„ახალი გადაწყვეტილებები და პროგრამული ინოვაცია მედეგი სივრცისთვის“ (Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces/ NSPIRES). თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

Enabling and Protecting Civic Spaces/ EPCS

Increasing Civil Society Organization (CSO) Resiliency in Changing Civic Spaces

კონსორციუმი, რომელიც INSPIRES კომპონენტს ახორციელებს, მიიღებს განაცხადებს  ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, რომელთაც სურთ  შესაძლებლობების და მდგრადობის გაძლიერება (capacity building) სამოქალაქო სივრცის მზარდი შეზღუდვების ფონზე. ორგანიზაციების გაძლიერება მოხდება Resiliency + პროცესის მეშვეობით, რომელიც შერჩეულ ორგანიზაციებში 12 თვის განმავლობაში სტრუქტურულად  განხორციელდება. Resiliency + შეიქმნა ახალი ორგანიზაციული მოდელის შექმნის აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში სამოქალაქო სივრცის ცვლილებებს უკავშირდება.

განმცხადებელი ორგანიზაციები შემდეგ მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ: უნდა წარმოადგენდნენ ადგილობრივად რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; ჰქონდეთ მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება; და გააჩნდეთ ორგანიზაციული განვითარების 12-თვიან პროცესში მონაწილეობის მზაობა. მეტი კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 1 ნოემბერი, 23:59 საათამდე.

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test