შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

31.12

2019

განცხადებები / კონკურსები

კონკურსი პროფესიონალი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სტუდენტებისთვის

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ აცხადებს მედია-კონკურსს თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“.

კონკურსის მიზანია  ბიძგი მისცეს მედიაკამპანიას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ეთიკურად და საფუძვლიანად გასაშუქებლად, რაც ხელს შეუწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიონალ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და სტუდენტებს 2019 წლის 1 მაისიდან 15 დეკემბრამდე შექმნილი და მასმედიის საშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური ან ელექტრონული მედია) გამოქვეყნებული პროდუქციით.

 კონკურსი მოიცავს თემებს:

  1. ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები
  2. ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა დასაქმება
  3. დეინსტიტუციონალიზაცია
  4. სერვისებზე ხელმისაწვდომობა
  5. სათემო სერვისების განვითარება
  6. საცხოვრისების ორგანიზება
  7. დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა
  8. პიროვნული აღდგენა და ინკლუზია

კონკურსი ჩატარდება ოთხ ნომინაციაში:

  1. საუკეთესო სატელევიზიო მასალა (გადაცემა, სიუჟეტი, რეპორტაჟი, რუბრიკა და სხვ.)  
  2. საუკეთესო რადიო მასალა (გადაცემა, სიუჟეტი, რეპორტაჟი, რუბრიკა და სხვ.)  
  3. საუკეთესო პუბლიკაცია (ბეჭდურ/ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული სტატია, ინტერვიუ და სხვ.)
  4. საუკეთესო ბლოგი

საკონკურსო მასალის წარდგენის ფორმები:

ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებით: fatimamiashvili@yahoo.com  და  tbilisi@gip-global.org  (წერილის სათაურის ველში მიუთითეთ „საკონკურსო ნამუშევარი“) ან

ინფორმაციის რომელიმე ელექტრომატარებელზე (CD, USB-მეხსიერების ბარათი) ჩაწერილი ვიდეო/აუდიო მასალის, ან ბეჭდურ/ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაციის ორიგინალის მიწოდებით მისამართზე: ქ. თბილისი, გაბაშვილს ქ. 7  

მასალების მიწოდებისას აუცილებელია ავტორის ვინაობის, საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი),  პროდუქციის გამომქვეყნებელი მედია-საშუალების და გამოქვეყნების თარიღის მითითება. კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს ერთი ან მაქსიმუმ ორი საკონკურსო ნამუშევარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. კონკურსის თემატიკასთან შესაბამისობა
  2. კრეატიულობა და თხრობის ორიგინალური სტილი
  3. საკითხის სიღრმისეულად გამოკვლევა/განხილვა
  4. გადმოცემული ინფორმაციის/ფაქტების სიზუსტე

საკონკურსო მასალებს შეაფასებს  ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში -თბილისი“ მიერ მოწვეული  ჟიური.

ჟიური გამოავლენს  ოთხ გამარჯვებულს  2020 წლის იანვარში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.

ფონდი იტოვებს უფლებას, არ გამოავლინოს გამარჯვებული რომელიმე ნომინაციაში, თუკი წარმოდგენილი მასალები არ აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 დეკემბერი.

საკონტაქტო პირი:  ფატი მამიაშვილი.  მობ: +995 599584485

კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „MH2R – ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ პარტნიორებთან ერთად: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „დემოკრატიის   ინსტიტუტი“ და „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი“ (ვარშავა).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test