შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

28.07

2020

განცხადებები / კონკურსები

განახლებული: „ინტერნიუსის“ ახალი პროექტი ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიებისთვის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეგიონული მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტურ მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებენ.

  “ინტერნიუსი“ , “ინტერნიუსი - საქართველოსთან” და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი სივრცის გაზრდის მიზნით.“

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიასაშუალებების მხარდაჭერას, რათა მედიასაშუალებებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მათი ხედვის შესახებ, ჟურნალისტური მასალები მოამზადონ და გაავრცელონ. პროექტი ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულ ჩართულობას.

აღნიშნული ინიციატივა ნაწილია USAID (ვაშინგტონი)-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის nabling and Protecting Civic Space (EPCS) Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces (INSPIRES), რომლის მიზანია ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის დასაძლევად, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: www.inspiresconsortium.org .

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან საკონკურსო წესით შერჩეული 6 რეგიონული მედიასაშუალება მიიღებს სუბგრანტს და სარედაქციო მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობების ენებზე ვრცელი, ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად და ამომრჩევლების პოლიტიკოსებთან შეხვედრების მოსაწყობად.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან საკონკურსო წესით შერჩეული, მყარი პროფესიული რეპუტაციის მქონე, 6 რეგიონული მედიასაშუალება, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებლობენ და/ან გამოიცემიან, მიიღებს სუბგრანტებს (თითოეული) 5.500 აშშ დოლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობას რეგიონული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიაკომპანიები შეძლებენ. შერჩეული მედიასაშუალებები სხვადასხვა ფორმატის, ვრცელ, ჟურნალისტურ მასალებს (თითოეული 12 მასალას) მოამზადებენ, მათ შორის თოქ-შოუს, ვრცელ ვიდეო ან აუდიო სიუჟეტს, სტატიას, ფოტო-მასალას, სოციალური ვიდეოს ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალას. სუბგრანტის ხანგრძლივობა 5 თვეა.

აღნიშნული სუბგრანტის ფარგლებში, მედიაპარტნიორები, ასევე, ორგანიზებას გაუწევენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებთან ფიზიკურ ან ონლაინ (ჯან.დაცვის რეგულაციების შესაბამისად) შეხვედრებს, რომლებზეც ჟურნალისტები პოლიტიკოსებს კითხვებს დაუსვამენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რეგიონული მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ჟურნალისტურ მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებენ

“ინტერნიუსი“ , “ინტერნიუსი – საქართველოსთან” და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ცენტრთან (USAID/Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance) პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს „ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი სივრცის გაზრდის მიზნით.“

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიასაშუალებების მხარდაჭერას, რათა მედიასაშუალებებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მათი ხედვის შესახებ, ჟურნალისტური მასალები მოამზადონ და გაავრცელონ. პროექტი ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულ ჩართულობას.

აღნიშნული ინიციატივა ნაწილია USAID (ვაშინგტონი)-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის nabling and Protecting Civic Space (EPCS) Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces (INSPIRES), რომლის მიზანია ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის დასაძლევად, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: www.inspiresconsortium.org .

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან საკონკურსო წესით შერჩეული 6 რეგიონული მედიასაშუალება მიიღებს სუბგრანტს და სარედაქციო მხარდაჭერას ეთნიკური უმცირესობების ენებზე ვრცელი, ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად და ამომრჩევლების პოლიტიკოსებთან შეხვედრების მოსაწყობად.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან საკონკურსო წესით შერჩეული, მყარი პროფესიული რეპუტაციის მქონე, 6 რეგიონული მედიასაშუალება, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ენაზე მაუწყებლობენ და/ან გამოიცემიან, მიიღებს სუბგრანტებს (თითოეული) 5.500 აშშ დოლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობას რეგიონული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიაკომპანიები შეძლებენ. შერჩეული მედიასაშუალებები სხვადასხვა ფორმატის, ვრცელ, ჟურნალისტურ მასალებს (თითოეული 12 მასალას) მოამზადებენ, მათ შორის თოქ-შოუს, ვრცელ ვიდეო ან აუდიო სიუჟეტს, სტატიას, ფოტო-მასალას, სოციალური ვიდეოს ან სხვა ინტერაქციული მულტიმედიური ფორმატის მასალას. სუბგრანტის ხანგრძლივობა 5 თვეა.

აღნიშნული სუბგრანტის ფარგლებში, მედიაპარტნიორები, ასევე, ორგანიზებას გაუწევენ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებთან ფიზიკურ ან ონლაინ (ჯან.დაცვის რეგულაციების შესაბამისად) შეხვედრებს, რომლებზეც ჟურნალისტები პოლიტიკოსებს კითხვებს დაუსვამენ.

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა

ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com ან მოიტანოთ “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში (მისამართი: ანდრია აფაქიძის #11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული; თბილისი) 2020 წლის 28 ივლისის 18:00 საათამდე.

ჩამოტვირთეთ:
მოთხოვნა განაცხადზე
სააპლიკაციო ფორმა

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test