შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

17.08

2021

ანონსი

წინასაარჩევნო მედიაგარემო-კვლევის პრეზნტაცია

საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) 17 აგვისტოს, 17 საათზე, გიწვევთ კვლევის „წინასაარჩევნო მედიაგარემო: საფრთხეები და რეკომენდაციები“ ონლაინ-პრეზენტაციაზე.

კვლევა გამოკვეთს, რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე არიან მედიაში დასაქმებულები წინასაარჩევნო პერიოდში და პასუხობს კითხვებს:

-პროფესიული საქმიანობისას, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მედიაში დასაქმებული პირები?

-რა ტიპის საფრთხეების მოლოდინი აქვთ წინასაარჩევნოდ და რომელი ჯგუფებისგან?

-რა შეუძლია გააკეთოს მედიამ იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირები იყვენენ უფრო უსაფრთხოდ? და სხვ.

კვლევის ფარგლებში, 2021 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა მედიაში დასაქმებული პირების ონლაინ-გამოკითხვა. სულ 56 მედიასაშულებიდან (ამათგან 18 რეგიონალური მედია) გამოიკითხა 183 რესპონდენტი, მათ შორის ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები, პროდიუსერები, მედიამენეჯერები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და სხვ.

რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პროექტის „SAFE Media” ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნას და რისკების შემცირებისთვის (წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში) ეფექტური მექანიზმების დანერგვას.

კვლევის შედეგებს წარადგენს MCERC-ის თავმჯდომარე, თსუ-ს სრული პროფესორი მარიამ გერსამია.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც მოდერაციას გაუწევს MCERC-ის გამგეობის წევრი, ასოცირებული პროფესორი (თსუ) მაია ტორაძე.

პრეზენტაციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/3lRmlBh

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test