შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.02

2010

ფესტივალები

გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

IJN

საბერძნეთში დაგეგმილი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, საკონკურსოდ იღებს გარემოს დაცვის თემაზე შექმნილ   დოკუმენტურ ფილმებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და "ფიჩერსებს".

განაცხადების წარდგენის  ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მარტი.

ფესტივალზე, სახელწოდებით -  "როდოსის საერთაშორისო ფილმები + ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის ეკოფილმები" -  პრიზები გადაეცემა მაღალი ხარისხის ფილმებს, რომელიც ასახავს ინოვაციურ მიდგომას გარემოს დაცვის საკითხების  მიმართ.  ფილმები გადაღებული უნდა იყოს 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ. ფესტივალი ჩატარდება 2010 წლის 22-27 ივნისს.

კონკურსი ჩატარდება ოთხ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი ფილმები, საშუალომეტრაჟიანი ფილმები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მაყურებლის ფილმები.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:  http://www.ecofilms.gr/01.1.ecofilms_call_en.htm.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test