შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

01.03

2010

კონფერენციები

ინტერნეტ-დანაშაულობების წინააღმდეგ თანამშრომლობის მიზნით ევროპის საბჭო აწყობს კონფერენციას

2010 წლის 23-25 მარტს ევროპის საბჭო აწყობს კონფერენციას სახელწოდებით "Octopus Interface" ინტერნეტ დანაშაულობების წინააღმდეგ თანამშრომლობისთვის.

დღის წესრიგი

პერსპექტივები: - უსაფრთხოება და ფუნდამენტური უფლებები - რა წესები არსებობს ინტერნეტისთვის? - უსაფრთხოება და დაცულობა ვირტუალურ სამყაროში.

მოდიფიკაცია: - ინტერნეტ დანაშაულობების წინააღმდეგ კონვენცია და პროტოკოლი; - საკანონმდებლო პროგრესი მსოფლიოს მასშტაბით; - პროექტი ინტერნეტ-დანაშაულობებთან დაკავაშირებით; - EuroDIG (დიალოგი ინტერნეტის მართვის საკითხებზე) და ინტერნეტ მართვის ფორუმი.

სემინარები: - ეფექტური ზომები ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისა წინააღმდეგ; - კონვენცია როგორც  გლობალური ჩარჩო ინტერნეტ დანაშაულობებთან დაკავშირებით; - ტრენინგი მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის ინტერნეტ-დანაშაულობების თემაზე; - სამართალდამცველთა პასუხიმგებლობა: მაღალ ტექნოლოგიური დანაშაულებრივი ერთეულების როლი, CERT/ CSIRT ("გადაუდებელი კომპიუტერული დახმარების ჯგუფი"), რეგისტრატურა და რეგისტრატორები; - ინტერნეტ - დანაშაულობების წინააღმდეგ ქსელების აღრიცხვა; - ინტერნეტ - დანაშაულობების წინააღმდეგ ტექნიუკური თანამშრომლობა.

კონფერენცია ხელს შეუწყობს ექსპერტების (როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან,  ასევე საერთაშორისო და მსოფლიოს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან)  ერთმანეთთან დაკავშირებას. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ ექვემდებარება რეგისტრაციას.

შეხვედრებში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ მოწვეულ პირებს.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: ეკონომიკური დანაშაულობების განყოფილება ადამიანის უფლებებისა და სამართლებრიი საქმეების გენერალური დირექტორატი ევრო საბჭო, საფარანგეთი სტრასბურგი 67075, CEDEX ტელ: +33-3-9021-4506 ფაქსი: +33-3-9021-5650 ელ-ფოსტა: alexander.seger@coe.int

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test